„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017544
15
27/02/2025
ვებგვერდი, 28/02/2025
140130000.22.034.017544
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №15

2025 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16.08.2019, 140130000.22.034.016898) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციასთან (შემდგომ – ინტერპოლი) და ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობა;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)  ინტერპოლთან და ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებთან თანამშრომლობა, მათ შორის, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო (სამმართველო);“.

4. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (სამმართველო) სტრუქტურა

ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (სამმართველო) შემადგენლობაშია:

ა) ფიზიკურ პირთა ძებნის და საერთაშორისო კრიმინალთან ბრძოლის განყოფილება;

ბ) სატრანსპორტო საშუალებათა ძებნის განყოფილება;

გ) 24/7 განყოფილება.“.

5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (სამმართველო) კომპეტენცია

ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (სამმართველო)  კომპეტენციაა:

ა) ინტერპოლთან და საზღვარგარეთის სახელმწიფოების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებთან, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა ინტერპოლის წესდებისა (კონსტიტუცია) და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ინტერპოლთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამები) შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ინტერპოლთან, ევროპოლთან და სუამთან 24/7 საკონტაქტო პუნქტის ფუნქციის განხორციელება, კერძოდ, ოპერატიული და არაოპერატიული ინფორმაციის გაცვლა; უსაფრთხო კომუნიკაციის არხების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) ინტერპოლიდან სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებით დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნების მიღება, დამუშავება, სამინისტროს მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამისი რეაგირება, აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნების სხვა დანაყოფში/დაწესებულებაში შესასრულებლად გადაგზავნა, აგრეთვე მათი შესრულების კოორდინაცია და კონტროლი;

ე) ინტერპოლის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების აღსრულების ხელშეწყობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური