დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.024945 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2013, 010240030.10.003.017504) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ.ი) სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (სამმართველოს) საქმიანობისა და თანამშრომლობის წესს;“. 2. მე-10 მუხლის: ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, უცხოელების დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა/ესკორტირება; სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ტრეფიკინგის, ნარკომანიისა და საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება, მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კიბერდანაშაულის გამოძიება; კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობა, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება; ინტერპოლის გენერალური სამდივნოსა და ინტერპოლის მეშვეობით საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა; ინტერპოლთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ინტერპოლის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების აღსრულების ხელშეწყობა; სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებთან კავშირი, ინფორმაციის მიმოცვლა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა გაცნობის უზრუნველყოფა, დირექტიული წერილების, ბრძანებებისა და მითითებების პროექტების მომზადება, სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა შესრულების მდგომარეობის კონტროლი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში; სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფებიდან შესული საგამოძიებო დავალებების შესრულება; სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში აღრიცხულ დანაშაულთა სტატისტიკური დამუშავება, განზოგადება და ცალკეული დანაშაულის დინამიკის ანალიზი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობა, დანაშაულის აღკვეთა-აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, სამთავრობო უწყებებთან კოორდინირებული მოქმედებებისა და ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებების, ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის, კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებული გეგმების მომზადება, შეთანხმება და შესრულების მდგომარეობის კონტროლი; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მონიტორინგი; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;“; ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და შემდგომი კოორდინაცია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან; საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის უზრუნველყოფა, აგრეთვე საპოლიციო სფეროში არსებულ საერთაშორისო ან რეგიონულ ორგანიზაციებთან, მათ შორის, ევროპოლსა და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის განხორციელება, გარდა ინტერპოლის მეშვეობით თანამშრომლობისა; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გარდა ინტერპოლისა) ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმის, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში; საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და, მათი მხარდაჭერის მიზნით, ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება, სამინისტროს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის მონიტორინგი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის, ტერიტორიული ორგანოებისთვის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისთვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება, საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის მიზნით; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების, დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, პროექტების მართვის კუთხით, აგრეთვე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა;“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები