დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.18.011.016906 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 17/03/2020; ს/კ: 220010000.18.011.016443) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) იპოთეკურ სესხზე, თუ მსესხებელის/თანამსესხებლის მიერ შემოსავლის საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღების ფაქტი დასტურდება და, ამავდროულად, სესხის უზრუნველყოფის 80%-იანი კოეფიციენტი დაცულია ფულადი სახსრების სახით არსებული თანამონაწილეობით.“. 2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) თუ უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების (გარდა არაუმეტეს 10 წლის ვადიანობის იპოთეკური სესხებისა) ყოველთვიური გადასახდელების და იმავე ვალუტაში არსებული შემოსავლის თანაფარდობა არ აღემატება ამ დებულების დანართ №1-ში მითითებულ პროცენტულ მაჩვენებლებს, ან სესხი გაიცემა ლარით – არაუმეტეს 20 (ოცი) წელი;“. 3. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მაქსიმალური მაჩვენებელი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები