დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 ივლისის №13/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/4 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.111.016622 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 ივლისის №13/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 ივლისის №13/25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.111.016311) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას აფორმებს საკრებულოს თავმჯდომარე. ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმებისა და შეწყვეტის საკითხი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 2.დადგენილებით დამტკიცებული დებულების 121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 121. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე. 1. აპარატის უფროსის მოადგილე: ა) ასრულებს აპარატის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის პერიოდში; ბ) საერთო ზედამხედველობას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ეფექტიან მუშაობას; გ) აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს აპარატის წინაშე მდგარ ამოცანათა დროულად და წარმატებით შესრულებასთან დაკავშირებით; დ) აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს აპარატის მუშაობის ორგანიზების, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებების თაობაზე; ე) ასრულებს აპარატის უფროსისა და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 2. ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან – საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესთან – აპარატის უფროსის მოადგილესთან, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას აფორმებს საკრებულოს თავმჯდომარე. ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმებისა და შეწყვეტის საკითხი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულების გაფორმების, შეწყვეტის საკითხი განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 30 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები