დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს №01-142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-238 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340010.22.030.016337 |
|
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს №01-142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს 01-142 ბრძანების (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 12/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010340010.22.030.016106) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
ა)
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ერთიანი ელექტრონული ინფორმაციული სივრცის შექმნის უზრუნველყოფა; ბ) შიდა დომეინ ქსელში ჩართული კომპიუტერების სისტემური მართვა; გ) სამინისტროს სერვერული ინფრასტრუქტურის მართვა, პროგრამული განახლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს სისტემებისა და სერვერების მუდმივი მონიტორინგი და სისტემური ჟურნალის ჩანაწერების წარმოება; ე) ვირტუალური და ფიზიკური სისტემური მანქანების მართვა, კონფიგურირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ვ) ელექტრონულ ფორმატში არსებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზების შექმნა, მხარდაჭერა, პროგრამული განახლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ზ) მონაცემების შენახვა/დამუშავებისა და სარეზერვო ასლების შექმნის უზრუნველყოფა; თ) სისტემური გადაწყვეტილებებისა და ელექტრონული სერვისების შემუშავება და მათი განხორციელება; ი) ეფექტური წარმადობისთვის, ახალი ინოვაციური აპარატურის მოძიება და დანერგვა; კ) დანერგილი პროგრამების ტექნიკური მხარდაჭერა, მათი განახლების უზრუნველყოფა, უწყვეტი ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროს უწყვეტი და ხარისხიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო, სხვადასხვა სახის პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავება, შექმნა და განხორციელება; მ) სამინისტროს ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა, კონფიგურაცია და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ნ) სამინისტროს ქსელური სერვისების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ო) დაშიფრული კავშირის უზრუნველყოფა და მენეჯმენტი; პ) კომუტატორების, მარშუტიზატორების, ფაერვოლების კონფიგურაცია და მენეჯმენტი; ჟ) ქსელში არსებული პრობლემების დადგენა და აღმოფხვრა; რ) მესამე მხარის მოწოდებული ქსელური სერვისების დანიშნულებისამებრ დროული, ეფექტური და უსაფრთხო დისტრიბუცია; ს) სამინისტროს ლოკალური და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა; ტ) სამინისტროს სატელეფონო და სატელევიზიო სერვისების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; უ) ოპერაციული სისტემის და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების ინსტალირება; ფ) კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, როგორც პროგრამულ ისე აპარატულ დონეზე; ქ) სამინისტროს ქსელში ჩართული მომხმარებლების დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერა და კომპიუტერული მოწყობილობების შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭირო სამუშაოების უზრუნველყოფა; ღ) სამინისტროს სერვისების მომხმარებელთა ანგარიშების მართვა (შექმნა/ცვლილება/წაშლა); ყ) მომსახურების გაუმჯობესებისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლებთან აქტიური მუშაობა; შ) ტექნიკური კონსულტაცია და კომპიუტერულ მოწყობილობებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა; ჩ) კომპიუტერული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე ზრუნვა; ც) კომპიუტერული ქსელისა და სისტემური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვადასხვა სახის პროგრამული, აპარატული, ქსელური და სისტემური მექანიზმების შემუშავება და დანერგვა; ძ) კომპიუტერული ინციდენტების მოკვლევა, ანალიზი და მაკონტროლებელი ორგანოებისთვის შესაბამისი ანგარიშების გაგზავნა; წ) კომპიუტერული ინციდენტების ანალიზის საფუძველზე უსაფრთხოების შეუსაბამობების აღმოფხვრის რეკომენდაციების შემუშავება და დანერგვა; ჭ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ვიდეო-სათვალთვალო და შეზღუდული დაშვების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ხ) სამინისტროს მაღალი დონის შეხვედრების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ჯ) სამინისტროსა და მისი დანაყოფების სერვისებისა და კომპიუტერული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ბრძანებების შესრულება.“; |
ბ)
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას, აძლევს სამსახურებრივ დავალებებს სამსახურის თანამშრომლებს და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დაწინაურებისა და ფუნქცია-მოვალეობების ცვლილების შესახებ; დ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის თანამშრომელთათვის საკლასო ჩინის მინიჭების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას; ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე; თ) წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ; ი) მინისტრს აბარებს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ; კ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; გ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე. 6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს. 7. სამსახურის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.“; |
გ)
ამოღებულ იქნეს მე-4 და მე-5 მუხლები. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები