საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016519
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
28/02/2025
ვებგვერდი, 04/03/2025
010250020.35.130.016519
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/03/2025 - 27/02/2026)

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2025 წლის 28 თებერვალი

ქ. საჩხერე

 

 საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დადგენილ იქნეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – 189,4 ოდენობით.
მუხლი 2
დადგენილ იქნეს ქ. საჩხერის ზონირება ერთი ზონის ფარგლებში და განისაზღვროს ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – 1-ის სიდიდით.
მუხლი 3
დამტკიცებულ იქნეს ქ. საჩხერისათვის 1კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი – 15 ლარი. გაანგარიშებული ფორმულით CN/15 ლარი /=0,33X1X0,24X189,4, სადაც:

1. CN – არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი.

2. 0,33 – არის ქ. საჩხერის მაკრომდებარეობის ინდექსი, განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის, 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით დამტკიცებული, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ დანართი №2-ის შესაბამისად.

3. 1 – არის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლოკალური ტერიტორიული ინდექსი.

4. 0,24 – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 1 კვ. მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი.

5. 189,4 – არის საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.

მუხლი 4
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ქ. საჩხერისათვის დაწესებული ფასის 30% – 4,5 ლარი.
მუხლი 5
,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. საჩხერისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგინოს 7,5 ლარი. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების მესამე და მეოთხე მუხლები.
მუხლი 6
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი, „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 თებერვლის №4 დადგენილება (სსმ, 26/02/2024,  სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016491).
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგაგა დარბაიძე