დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/11/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63(70), 25/11/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000180.01(2).003.000943 |
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება № 92 1999 წლის 17 ნოემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს კანონის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ შესაბამისად, საქართველოს ტრასპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. წესის ტექსტში სიტყვები „მგზავრთა გადამყვანი“ და „გადამყვანი“ შეიცვალოს სიტყვით „გადამზიდავი“. 2. პირველ მუხლში: ა) მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ლიცენზირებას“; ბ) მე-5 პუნქტში ტერმინები დაინომროს ანბანის რიგის მიხედვით და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა). გადამზიდავი - ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს სამგზავრო გადაზიდვები ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“. „კ). მარშრუტი - პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი“. „ნ). მოძრაობის განრიგი - მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლის დროისა და პერიოდულობის განმსაზღვრელი ცხრილი“. „ჟ).რეგულარული მარშრუტი - მარშრუტი, რომელზეც სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლა წარმოებს მოძრაობის განრიგის შესაბამისად“. 3. მე-2 მუხლში: ა) პირველი პუნქტის ქვეპუნქტები დაინომროს ანბანის რიგის მიხედვით; ბ) ამოღებულ იქნეს მე-3 და მე-4 პუნქტები. 4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სარაიონო, სარაიონთაშორისო“. 5. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონკურში გამარჯვებულ გადამზიდავთან ფორმდება ხელშეკრულება მარშრუტის მომსახურებაზე აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებით“. 6. მე-5 მუხლში: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.გადამზიდავი ვალდებულია კონკურსში გამარჯვებისა და მარშრუტის მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ“; ბ) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სარაიონთაშორისო“, ასევე „ს“ ქვეპუნქტიდან სიტყვა „ლიცენზიის“ შეიცვალოს სიტყვით „ხელშეკრულების“. 7. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ლიცენზია“. 8. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „მომუშავე ავტობუსის“ შეიცვალოს სიტყვებით „ავტობუსით მგზავრობის დროს“. 9. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სალიცენზიო ბარათი“. 10. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ტარიფები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტებით“. 11. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სარაიონო, სარაიონთაშორისო“. 12. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა ხორციელდება „საქართველოში საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადატანის წესის“ შესაბამისად“
მინისტრი მ.ადეიშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები