დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალისთვის“ (ს/ნ: 212896570) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 12 თებერვლის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
განკარგულება №57
2025 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
„სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალისთვის“ (ს/ნ: 212896570) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 12 თებერვლის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე:
1. „სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალისთვის“ (ს/ნ: 212896570) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 12 თებერვლის №52 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სს „მიკრობანკი კრისტალისთვის“ (ს/ნ: 212896570) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გაიცეს სს „მიკრობანკი კრისტალზე“ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია.“.
2. „სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალისთვის“ (ს/ნ: 212896570) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 12 თებერვლის №52 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
ნათელა თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები