დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26-რს |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 26/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.30.056.016120 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge) 25.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.056.016077) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განათლებისა და სპორტის;“; ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) კულტურის;“. 2. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საარქივო სამმართველო – განათლებისა და სპორტის სამინისტროს.“. |
| მუხლი 2 |
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რეორგანიზებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროდ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროდ. 2. განათლებისა და სპორტის მიმართულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო ჩაითვალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ განათლებისა და სპორტის მიმართულებით საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 3. კულტურის მიმართულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო ჩაითვალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ კულტურის მიმართულებით საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 4. განათლებისა და სპორტის მიმართულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო კულტურის მიმართულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო. 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მის სისტემაში არსებული სხვა, შესაბამისი უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყებების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, ამ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე უწყებებს. 6. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებული პირები (საჯარო მოხელეები, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) გადაყვანილი იქნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ეკავათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხოლო ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში − მათ ტოლფას თანამდებობებზე. 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შექმნას სათათბირო ორგანო − კომისია, რომელიც განსაზღვრავს იმ უფლებამონაცვლე სამინისტროს, რომელშიც უნდა იქნეს გადაყვანილი ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებული შესაბამისი პირი (საჯარო მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები). ეს კომისია ხელმძღვანელობს საჯარო მოხელის, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობით, მისი სამსახურებრივი ფუნქციებით, მოვალეობებითა და კვალიფიკაციით. 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში შექმნას კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საბალანსო მონაცემების მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსათვის გადასაცემი აქტივების, მიმდინარე ვალდებულებებისა და სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სამინისტროებისათვის მათ გადაცემას. ამ კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. 9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს გადაეცეს განათლებისა და სპორტის სფეროში მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს − კულტურის სფეროში მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში. 10. უფლებამონაცვლე სამინისტრო უფლებამოსილია ამ პუნქტის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 თვისა ამ სამინისტროში ან/და მის სისტემაში დაიწყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაციის და შესაბამისად, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესი. 11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა საჭიროების შემთხვევაში, ამ პუნქტის ამოქმედებიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე სათანადო უწყებების წარდგინებით უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე სათანადო ნორმატიული აქტების (მათ შორის, ერთობლივი ნორმატიული აქტების) მიღება/გამოცემა. |
| მუხლი 3 |
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი−მე-6 და მე-8−მე-11 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი−მე-6 და მე-8−მე-11 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან.
|
ბათუმი, 26 თებერვალი 2025 წ. N26-რს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები