დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016641 |
|
„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016630) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 91: „მუხლი 91. სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება საგარანტიო წერილით 1. მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში ჩასატარებელი/ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებების შესახებ წინასწარი კალკულაციის წარმოდგენის შემთხვევაში მერია გასცემს საგარანტიო წერილს. 2. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა; დ) ანგარიშ-ფაქტურა სამკურნალო დაწესებულებიდან ჩასატარებელი/ჩატარებული მკურნალობის შესახებ; ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) არსებობის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი. 3. ბენეფიციარის მიერ დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებას უგზავნის წერილს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემიდან 1 (ერთი) თვის ვადით. წერილი გაიცემა ბენეფიციარზე წინასწარ ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პერიოდში. 4. ანგარიშსწორება მოხდება სამედიცინო დაწესებულებიდან მოწოდებული შემდეგი დოკუმენტაციის შემდეგ: ა) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა N IV-100/ა და / ან კვლევის შემდეგ; ბ) ანგარიშ-ფაქტურა, სადაც მითითებული იქნება მკურნალობის მთლიანი ხარჯი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, სადაზღვეო პროგრამით და/ან სხვა გზით გათვალისწინებული მკურნალობის თანადაფინანსება და პაციენტის გადასახდელი წილი“. 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით (დახმარების მიმღების ან მისი ოჯახის წევრის, მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის წევრის) მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე)).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები