,, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის #28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის #28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ახალგორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.150.016213
3
24/02/2025
ვებგვერდი, 26/02/2025
010260020.35.150.016213
,, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის #28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტი
 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2025 წლის 24 თებერვალი

სოფ. წეროვანი

 

„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №28 დადგენილებაში (ვებგვერდი 29.12.2014; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.150.016073) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი:

„მუხლი 351. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით აღნიშნული უწყებიდან მიიღოს პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) პირადი ნომერი;

დ) დაბადების თარიღი;

ე) სქესი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;

თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;

ი) ფოტოსურათი.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი