მცხეთის მუნიციპალიტეტის აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ახალდაბაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ახალდაბაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-35. 3525056001
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016046
გ-35. 3525056001
25/02/2025
ვებგვერდი, 28/02/2025
000000000.00.153.016046
მცხეთის მუნიციპალიტეტის აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ახალდაბაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-35.3525056001

   2025 წლის 25 თებერვალი

ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ახალდაბაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის შესაბამისად,

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ახალდაბაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს – (ჩიხი) მიენიჭოს სახელი თანდართული დანართისა და რუკების (№1 და №2 სიტუაციური რუკა) შესაბამისად.

2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                           გიორგი ელოშვილი