დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.061.016432 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-16, მე-17 მუხლების, მე-18 მუხლის 11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 და 22-ე მუხლების შესაბამისად,
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) უფლებამონაცვლედ განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. 3. სააგენტოს სალიკვიდაციო ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. დოლბაძე) უზრუნველყოს შესაბამისი სალიკვიდაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნა. 4. სალიკვიდაციო კომისიამ სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. დოლბაძე) უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა. 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 8 თებერვლის №6 დადგენილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ შექმნის შესახებ“. 7. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ნ. ჯალაღონია). |
| მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი, მე-2, მე-5, მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები