საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 25/02/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016431
11
25/02/2025
ვებგვერდი, 25/02/2025
040030000.32.061.016431
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №11

2025 წლის 25  თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-16, მე-17 მუხლების, მე-18 მუხლის 11 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 და 22-ე მუხლების  შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტო.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს (შემდგომში-სააგენტო) უფლებამონაცვლედ განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

3. სააგენტოს სალიკვიდაციო ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ.დოლბაძე) უზრუნველყოს შესაბამისი სალიკვიდაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნა.

4. კომისიამ, სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა.

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  (ლ.დოლბაძე) უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 26 თებერვლის დადგენილება №12 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ“.

7. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ნ.ჯალაღონია).

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი, მე-2, მე-5, მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2.  ამ დადგენილების პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი