დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 13 იანვრის №01-4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-199 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.030.016334 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 13 იანვრის №01-4 ბრძანების (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 14/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.030.016123) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: |
ა)
მე-2 მუხლის ,,ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) მინისტრის მიერ დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა ოფიციალური შეხვედრების ჩანაწერების, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებისა და სასაუბრო მასალების მომზადების წესის შესაბამისად მინისტრის სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გაკეთება და მინისტრის მოადგილეებისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის დროულად მიწოდება;“; |
ბ)
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. სამდივნოს ხელმძღვანელობა 1. სამდივნოს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამდივნოს საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამდივნოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამდივნოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამდივნოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; დ) წარადგენს წინადადებებს სამდივნოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ; ე) წარადგენს წინადადებებს სამდივნოს შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, სამდივნოს მოსამსახურეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამდივნოში მომზადებულ დოკუმენტაციას; ზ) ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია სამდივნოს ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; თ) წარადგენს წინადადებებს სამდივნოს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების ან/და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ; ი) მინისტრს აბარებს ანგარიშს სამდივნოს საქმიანობის შესახებ. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის სამდივნოს სხვა თანამშრომელი. 5. სამდივნოს დანარჩენ მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები