დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 200 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016936 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 26/12/2018წ., 010250050.35.160.016519) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესში: ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პირებზე, რომელთაც საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ან გასხვისების ფაქტი ფიქსირდება უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში.“; ბ) პირველი მუხლის მე-31 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პირებზე, თუ მისი ან მისი ოჯახის ერთი წევრის რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ აღემატება 15 წელს და ოჯახის ყველა წევრი არ არის რეგისტრირებული ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად (გარდა 2 წლამდე ასაკის ბავშვისა). წყვეტის შემთხვევაში პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. გამონაკლისს წარმოადგენენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში. გ) პირებზე, თუ მისი ან მისი ოჯახის წევრის საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ან გასხვისების ფაქტი ფიქსირდება უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში. დ) პირზე, თუ მას ან/და მისი ოჯახის წევრის პირველი რიგის ნათესავს აქვს საკუთრების უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე (გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა). გამონაკლისს წარმოადგენენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში.“; გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასების პროცედურები არ ვრცელდება სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ 18-დან 24 წლის ჩათვლით პირებზე, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში. დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფისას უპირატესობა ენიჭება აღნიშნულ კატეგორიას.“; დ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმები არ ვრცელდება სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ 18-დან 24 წლის ჩათვლით პირებზე, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები