,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016316
01-209
25/02/2025
ვებგვერდი, 26/02/2025
010320040.22.030.016316
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-209

2025 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის №80 ბრძანების (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 29/03/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.030.014379) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

დ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ;

ე) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეებისათვის დიპლომატიური რანგისა და საკლასო ჩინის მინიჭების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას, ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ზ) ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

თ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების ან/და სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;

ი) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;

გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;

დ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.

6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის არსებობის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.

7. დეპარტამენტის დანარჩენ მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიხათუნა თოთლაძე