„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 დეკემბრის №01-499 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 დეკემბრის №01-499 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-204
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.030.016326
01-204
25/02/2025
ვებგვერდი, 26/02/2025
010320020.22.030.016326
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 დეკემბრის №01-499 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-204

2025 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 დეკემბრის №01-499 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 დეკემბრის №01-499 ბრძანების (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 30/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.030.016255) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. დირექტორატის ხელმძღვანელობა

1. დირექტორატს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დირექტორატისა და მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დირექტორატს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დირექტორატზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) ზედამხედველობას უწევს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) ასრულებს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მდივნის ფუნქციებს;

ვ) ხელს აწერს მის შემადგენლობაში შემავალ დეპარტამენტებში მომზადებულ წერილებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს დირექტორატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დირექტორატისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ამზადებს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტების თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) მონაწილეობას იღებს საქართველოსა და საზღვარგარეთ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებსა და ვიზიტებში, ასევე პოლიტიკურ კონსულტაციებში;

ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დირექტორატის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

მ) დირექტორატის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;

ნ) შუამდგომლობს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ო) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება დირექტორატში შემავალი დეპარტამენტების ერთ-ერთ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიხათუნა თოთლაძე