ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის N159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის N159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 201
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016937
201
26/02/2025
ვებგვერდი, 27/02/2025
010250050.35.160.016937
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის N159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №201

2025 წლის 26 თებერვალი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების  განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება“ (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

ა) შევიდეს ცვლილება მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განცხადება, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ ორგანოში მომართვამდე განხორციელებულია შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობა (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი კარდიოქირურგიული და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი ანგიოქირურგიული მომსახურებისა (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი I70.2; I71; I74). ასევე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსების წერილის გაცემამდე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება.

ბ) შევიდეს ცვლილება მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„ლ) სსიპ „შემოსავლების სამსახურ“-იდან ბოლო 1 წლის შემოსავლების შესახებ ცნობა ან ქვეპროგრამის მოსარგებლის თანხმობა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესაბამისი სამსახურიდან პირის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. გამონაკლისს წარმოადგენს გადაუდებელი კარდიოქირურგიის და ანგიოქირურგიული მომსახურების (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი: I70.2; I71; I74) შემთხვევაში სტაციონარში მყოფი პირი და პირი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

გ) შევიდეს ცვლილება მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„ე) გადაუდებელი კარდიოქირურგიის და ანგიოქირურგიული მომსახურების (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი: I70.2; I71; I74) შემთხვევაში, მოქალაქის მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენისას, ფინანსური ანგარიშსწორება განხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი სამედიცინო დაწესებულების სახელზე არ გასცემს დაფინანსების წერილს. ანგარიშსწორებისათვის სამედიცინო დაწესებულება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე