დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №01-251 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-205 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.030.016319 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №01-251 ბრძანების (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 05/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.030.016153) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: |
ა)
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) განუსაზღვრავს დეპარტამენტის თანამშრომლებს შესასრულებელი ვალდებულებების სფეროს და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას; დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ზედამხედველობას უწევს თანამშრომელთა მიერ შრომითი დისციპლინის დაცვის კონტროლს; ვ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და რესურსების გამოყოფაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ფუნქციების განსახორციელებლად; თ) ამზადებს წარდგინებებს დეპარტამენტის თანამშრომლის დანიშვნის, დაწინაურების, გადაყვანის, დაქვეითების, როტაციის, შვებულებაში გასვლის, წახალისების, რანგის მინიჭების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და გათავისუფლების თაობაზე; ი) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის სრულყოფის მიზნით; კ) მინისტრს აბარებს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების საქმიანობას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს; ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე; ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ერთ-ერთ მოადგილეს.“; |
ბ)
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შესულ მასალებს; გ) ახორციელებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს; დ) სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და მოადგილეს; ე) მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) ასრულებს ცალკეულ დავალებებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის მითითებით; ზ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები