„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3169
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 21/02/2025
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016766
3169
21/02/2025
ვებგვერდი, 25/02/2025
000000000.00.00.016766
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №3169

2025 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების:

ა) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციის ოპერაციის გაუქმების შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიმართვის შემთხვევაში, მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტილების თარიღით აისახება დღგ-ის კორექტირების (გაუქმების) ოპერაცია.“;

ბ) მე-4 მუხლის 24-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე და 26-ე პუნქტები:

„25. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციის ოპერაციის გაუქმების შემთხვევაში, შესაბამის ოპერაციაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის აღდგენა ხორციელდება, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის გაუთვალისწინებლად, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 221 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მომსახურების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თარიღის შესაბამისი დღგ-ის დეკლარაციის სავადო თარიღით და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე კეთდება ჩანაწერი „გადაწყვეტილების საფუძველზე აღდგენილი დღგ-ის თანხა.

26. ამ მუხლის 25-ე პუნქტით განსაზღვრული ქმედება არ ხორციელდება, თუ გადასახადის გადამხდელმა თავად მოახდინა შესაბამის ოპერაციაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება ან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თარიღის საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი დღგ-ის თანხის აღდგენა, რაც შესაძლებელია გადამოწმებული იქნეს გადასახადის გადამხდელისაგან გამოთხოვილი ახსნა-განმარტებით.“;

 გ) 21-ე მუხლის 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „91. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით, საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას, რეალიზაციის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/ქონების მესაკუთრის სახელით ბიუჯეტში ამ ოპერაციაზე შეცდომით ან/და ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის მიზნობრივად მიმართვის მიზნით, რეალიზაციის განმახორციელებელი პირი მიმართავს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს და წარუდგენს წერილობით დასტურს მის მიერ შეცდომით განხორციელებული და საგადასახადო ორგანოს მიერ პირადი აღრიცხვის ბარათზე განსახორციელებელი ოპერაციების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ბარათზე სათანადო კორექტირება.“.

 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 სამსახურის უფროსი ლევან კაკავა