,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №01-27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №01-27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-201
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.030.016318
01-201
25/02/2025
ვებგვერდი, 26/02/2025
010320000.22.030.016318
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №01-27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-201

2025 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №01-27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №01-27 ბრძანების (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 20/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.22.030.016160) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას  და  პასუხისმგებელია დეპარტამენტზე  დაკისრებული  ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა და  დეპარტამენტის  სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს  სისტემაში  შემავალი ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ვ) მინისტრის წინაშე წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეების რანგირების, დეპარტამენტის თანამშრომლების დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) უფლებამოსილია დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან და საკონსულო  დაწესებულებებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;

ო) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული   უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის განაწილებაში;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს;

ე) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას;

ვ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.

6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.“;

ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი,  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესთან შეთანხმებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

ე) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და    პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.

3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიხათუნა თოთლაძე