დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის №107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.22.026.017310 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის №107 ბრძანებაში (ვებგვერდი, 08/11/2023; სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017146) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საბრძოლო უზრუნველყოფის ასეული;“. ბ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საბრძოლო უზრუნველყოფის ასეული: ვ.ა) ახორციელებს სარდლობის მმართველობისა და შტაბის დისლოკაციის ადგილების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებს; ვ.ბ) ახორციელებს სარდლობის ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას; ვ.გ) უზრუნველყოფს სარდლობის მმართველობისა და შტაბის სატრანსპორტო მომსახურებას; ვ.დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს აღმოსავლეთ საქართველოში განთავსებულ სარდლობის ქვედანაყოფების სამედიცინო მხარდაჭერას; ვ.ე) ახორციელებს სარდლობის შტაბის კავშირით უზრუნველყოფას დისლოცირებად და სტაციონარულ პირობებში;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 17 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები