დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 აგვისტოს №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018644 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 აგვისტოს №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 აგვისტოს №99/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/08/2022, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018207) დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის მე-11-მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. რექტორს შესაძლოა ჰყავდეს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთა უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 12. დაუშვებელია რექტორის პირველი მოადგილისათვის და მოადგილისათვის უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭება. 13. რექტორის პირველ მოადგილეს და მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს რექტორი აკადემიური საბჭოს წარდგინებით. 14. რექტორის პირველ მოადგილედ შეიძლება დანიშნულ იქნეს უნივერსიტეტის პროფესორი. რექტორის მოადგილედ შეიძლება დანიშნულ იქნეს პირი, რომელსაც უნივერსიტეტში არ უკავია პროფესორის აკადემიური თანამდებობა. 15. რექტორის პირველი მოადგილე და მოადგილე ანგარიშვალდებულნი არიან რექტორის და აკადემიური საბჭოს წინაშე. 16. რექტორის პირველი მოადგილის და მოადგილის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) 65 წლის ასაკის მიღწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული ამ წესდებით; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.“. 2. მე-18 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. რექტორის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა) მის მოვალეობას ასრულებს რექტორის პირველი მოადგილე, ხოლო რექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – უნივერსიტეტში დასაქმებული პირი, რაც განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: ,,11. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა) მის მოვალეობას ასრულებს უნივერსიტეტში დასაქმებული პირი, რაც განისაზღვრება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 3. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები