„ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.024941
51
21/02/2025
ვებგვერდი, 24/02/2025
010320000.10.003.024941
„ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №51

2025 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №205 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №205 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/04/2017, 010320000.10.003.019914) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმის“:

1. მე-2 მუხლის 2.1.33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.1.3​3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მისი უფლებამოსილება შესაძლებელია, დაეკისროს სხვა ადმინისტრაციული ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს  ან მოხელეს/საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პირს, კომპეტენციის გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.“.

2. მე-4 მუხლს 4.3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4.31 პუნქტი:

„4.31. საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან ან/და საჯარო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე,  ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შესაძლებელია დროებით დაეკისროს ის ფუნქციები, რომელთა შესრულება არ განეკუთვნება მის მოვალეობებს.

4.31.1. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ხელშეკრულებით დასაქმებულს დროებით დააკისროს:

ა) დამატებითი ფუნქციების შესრულება;

ბ) სხვა ფუნქციების შესრულება და გაათავისუფლოს იგი მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისაგან.

4.31.2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის ამ მუხლის 4.31.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების დაკისრება შესაძლებელია ასევე საჯარო სამსახურის სისტემაში და საზღვარგარეთ, საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე.

4.31.3. ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის დაკისრებული:

ა) დამატებითი ფუნქციების შესრულების საერთო ვადა დგინდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) სხვა ფუნქციების შესრულების ვადა საჯარო სამსახურის სისტემაში არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.31.4. დაუშვებელია  ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის ისეთი დროებითი ფუნქციის დაკისრება, რომელიც არ შეესაბამება მის კომპეტენციას.

4.31.5. ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი ფუნქციების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით.

4.31.6. ერთ თვეზე ნაკლები ვადით დროებითი ფუნქციების შესრულებაზე  ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ დაუსაბუთებელი უარის თქმა შეიძლება გახდეს მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.

4.31.7.  ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის ამ მუხლის 4.31 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ფუნქციების დაკისრებისათვის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) 5.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.2. ამ ხელშეკრულების 5.1.7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის შრომის ანაზღაურების შენარჩუნების საკითხს წყვეტს შესაბამისი საჯარო დაწესებულება. სხვა საფუძვლით სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება, გარდა საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ხელშეკრულებით დასაქმებული პირის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;

ბ) 5.2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.21  პუნქტი:

„5.21. ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, თანამდებობრივ სარგოსთან/წოდებრივ სარგოსთან ერთად უნარჩუნდება დანამატი, კვების კომპენსაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გასაცემლები.“.

4. მე-6 მუხლის 6.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის  უფლებამოსილების ვადას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადას, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში – შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადისა და ამ ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებამდე პერიოდის ჯამს.“.

5. მე-8 მუხლის:

ა)  8.1.3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.1.3. შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტა, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყება.“;

ბ) 8.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე მისი ერთ-ერთი მხარის ინიციატივით,  ადმინისტრაციული ხელშეკრულების მისი ერთ-ერთი მხარის ინიციატივით შეწყვეტის თაობაზე 1 თვით ადრე ან უფრო გვიან, მაგრამ არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით მეორე მხარისთვის 1 თვით ადრე შეტყობინების ფარგლებში წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.  თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური  თანამდებობის პირის ინიციატივით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხოლო  იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში – შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით, მეორე მხარისთვის 1 თვეზე უფრო გვიანდელი შეტყობინების ფარგლებში წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 7 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე