დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300350000.10.003.024939 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/12/2022, 300350000.10.003.023767) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების“:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგური – ამ დადგენილების მიზნებისთვის, მარეგულირებელ ჰიდროელექტროსადგურად მიიჩნევა საათობრივი, დღიური ან დღეზე მეტი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური, რომელიც შესაბამისი პერიოდით რეგულირებას უზრუნველყოფს მხოლოდ რეზერვუარის მეშვეობით.“. 2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. თუ პროექტის განმახორციელებელი პირი უზრუნველყოფს განხორციელების ხელშეკრულებით განსაზღვრული სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების არანაკლებ 20%-ისა და არაუმეტეს 80%-ის შესრულებას, ის უფლებამოსილია, მოითხოვოს მის მიერ წარდგენილი შესაბამისი სამშენებლო გარანტიის ოდენობის შემცირება, შესრულებული სამუშაოების წილის პროპორციულად. ერთი და იმავე სამშენებლო გარანტიის ოდენობის შემცირება შესაძლებელია, მოთხოვნილ იქნეს არაუმეტეს ოთხჯერ, ყოველი 20%-იანი პროგრესის მიღწევისას. ასეთ მოთხოვნას უნდა ერთოდეს უფლებამოსილი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნა, რომლითაც დადასტურებული იქნება შესაბამისი ვალდებულებების შესრულება. თუ პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ წარდგენილი მოთხოვნა აკმაყოფილებს ამ პუნქტის მოთხოვნებს, საქართველოს მთავრობა განიხილავს სამშენებლო გარანტიის ოდენობის შემცირების საკითხს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები