დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110020.10.003.024938 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/10/2015, 010110020.10.003.018922) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობა
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე. 2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი − საბჭოს წევრი. 5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი − საბჭოს წევრი. 6. საქართველოს იუსტიციის მინისტრი − საბჭოს წევრი. 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − საბჭოს წევრი. 8. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი − საბჭოს წევრი. 9. საქართველოს კულტურის მინისტრი − საბჭოს წევრი. 10. საქართველოს სპორტის მინისტრი − საბჭოს წევრი. 11. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − საბჭოს წევრი. 12. ირაკლი ქადაგიშვილი − საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, №9 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი. 13. პაატა კვიჟინაძე − საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, №20 საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი. 14. დავითი შერაზადიშვილი − საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, №13 ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი. 15. ანზორ ბოლქვაძე − საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი, №29 ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი. 16. სამველ მანუკიან − საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი, №18 ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი. 17. ზაურ დარგალი − საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი, №12 მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი. 18. გოჩა ენუქიძე − საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, №30 ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი. 19. მაია ბითაძე − საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი. 20. ზაზა ლომინაძე − საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, №19 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი. 21. გელა სამხარაული − საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი − საბჭოს წევრი. 22. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე − საბჭოს წევრი. 23. ილია ბეგიაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე − საბჭოს წევრი. 24. მზია გიორგობიანი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − საბჭოს წევრი. 25. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − საბჭოს წევრი. 26. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთიანი რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს უფროსი − საბჭოს წევრი. 27. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − საბჭოს წევრი. 28. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი. 29. ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი. 30. ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი. 31. დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი. 32. აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი. 33. ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი. 34. გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი. 35. ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი. 36. ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული − საბჭოს წევრი. 37. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი − საბჭოს წევრი. 38. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი − საბჭოს წევრი. 39. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი − საბჭოს წევრი. 40. მესტიის მუნიციპალიტეტის მერი − საბჭოს წევრი. 41. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი − საბჭოს წევრი. 42. ხულოს მუნიციპალიტეტის მერი − საბჭოს წევრი. 43. თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძე − ექსპერტი − საბჭოს წევრი. 44. ავთანდილ არაბული − ექსპერტი − საბჭოს წევრი.“. 2. დანართ №2-ის: ა) მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს პარლამენტის წევრების, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერისა და ექსპერტების, გარდა ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებისა, და სახელმწიფო რწმუნებულის საბჭოს შემადგენლობაში შეყვანა დასაშვებია მხოლოდ მათი თანხმობით. 4. საბჭოს წევრ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტის წევრს, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს, სახელმწიფო რწმუნებულს, ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდებათ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.“; ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს სხდომის ოქმის გაფორმებას.“; დ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სახელმწიფო რწმუნებულს;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები