„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.024934
43
21/02/2025
ვებგვერდი, 24/02/2025
130030000.10.003.024934
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №43

2025 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/09/2015, 130030000.10.003.018893) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის („სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხა“) მე-10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ცნობები სამხედრო აეროდრომებისა და დასაფრენი მოედნების, სამხედრო ქალაქების, ყაზარმებისა და სხვა ობიექტების (მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების) მშენებლობისა და სამხედრო მიზნებისათვის სამოქალაქო ობიექტების გამოყენების შესახებ, აგრეთვე მონაცემები აღნიშნულ ობიექტებთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის, საპროექტო და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესახებ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე