„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 8/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018643
8/ნ
26/02/2025
ვებგვერდი, 28/02/2025
430210000.22.022.018643
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №8/ნ

2025 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 11/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016655) დამტკიცებულ წესდებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის  ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;“.

2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.

3. მე-20 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;“.

4. 21-ე მუხლს  მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში, ფაკულტეტის საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“.

5. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი, 3 ან 4 წლის ვადით. პირის ასისტენტის თანამდებობაზე არჩევის ვადა განისაზღვრება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე