„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.022.018641
6/ნ
26/02/2025
ვებგვერდი, 26/02/2025
360160000.22.022.018641
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №6/ნ

2025 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 220211, 22/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.022.016056) დამტკიცებული „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების“:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, მოქალაქეობა)  ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – სისტემა) მიერ, ელექტრონული ფორმით, სისტემის მიერ შერჩეულ სკოლებში, სკოლების მიერ წინასწარ წარმოდგენილი ტესტური დავალებებიდან სამინისტროს მიერ შერჩევის საფუძველზე შედგენილი კომბინირებული ტესტებით. ეს პუნქტი არ ვრცელდება არაქართულენოვან სკოლებზე/სექტორებზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჩ7“ ქვეპუნქტის „ჩ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რესურსსკოლებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირებზე, ასევე იმ მე-12 კლასელებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ (შემდგომ – ეროვნული სასწავლო გეგმა) მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ფასდებიან მხოლოდ ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების საფუძველზე.“.

2. 51 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს 11  პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. დირექტორი უფლებამოსილია, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვისა და წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება იმ გაცდენებზე, რომლებიც მოსწავლეებს დაუგროვდათ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო, სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე, ეროვნულ და საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში მონაწილეობის პერიოდში, „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-8 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე