დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 15 აპრილის №1-1/147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/55 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016895 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 15 აპრილის №1–1/147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 15 აპრილის № 1–1/147 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში“ (www.matsne.gov.ge, 15.04.2024, 040030000.22.024.016856) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ლაბორატორიების აკრედიტაციის სამსახური;“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სამსახური.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ლაბორატორიების აკრედიტაციის სამსახურის უფლებამოსილებებია: ა) პირველადი აკრედიტაციის, ყოველწლიური შეფასების, არაგეგმური შეფასებისა და განმეორებითი აკრედიტაციის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება: ა.ა) საგამოცდო ლაბორატორიებისათვის; ა.ბ) საკალიბრო ლაბორატორიებისათვის; ა.გ) სამედიცინო ლაბორატორიებისათვის; ა.დ) საკვალიფიკაციო ტესტირების მიმწოდებელი ორგანოებისთვის. ბ) კომპეტენციის შესაბამისად, ტექნიკური კომიტეტის შექმნის თხოვნით აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორისთვის მიმართვა; გ) აკრედიტაციის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა გენერალური დირექტორისათვის; დ) აკრედიტაციის ცენტრის სხვა სტრუქტურული ერთეულებთან და აკრედიტაციის ცენტრის ხარისხის მენეჯერთან მჭიდრო კოორდინაცია აკრედიტაციის სისტემის შემდგომი განვითარებისა და კომპლექსური დავალებების შესრულების მიზნით; ე) გენერალური დირექტორის მითითების შესაბამისად, სხვა დავალებების შესრულება.“; დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51 . ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სამსახურის უფლებამოსილებებია: ა) პირველადი აკრედიტაციის, ყოველწლიური შეფასების, არაგეგმური შეფასებისა და განმეორებითი აკრედიტაციის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება ინსპექტირების ორგანოებისათვის; ბ) კომპეტენციის შესაბამისად, ტექნიკური კომიტეტის შექმნის თხოვნით აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორისთვის მიმართვა; გ) აკრედიტაციის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა გენერალური დირექტორისათვის; დ) აკრედიტაციის ცენტრის სხვა სტრუქტურული ერთეულებთან და აკრედიტაციის ცენტრის ხარისხის მენეჯერთან მჭიდრო კოორდინაცია აკრედიტაციის სისტემის შემდგომი განვითარებისა და კომპლექსური დავალებების შესრულების მიზნით; ე) გენერალური დირექტორის მითითების შესაბამისად, სხვა დავალებების შესრულება.“; ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ცენტრის თანამშრომელს, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტის ისო/იეკ 17011-ის მოთხოვნების დაცვით, დადასტურებული აქვს კომპეტენცია ერთდროულად სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტთან მიმართებაში, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას მას კოორდინაციას უწევს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მათ შორის, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების საქმეების გადანაწილების გზით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები