„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016559
5
28/02/2025
ვებგვერდი, 04/03/2025
010250000.35.112.016559
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2025 წლის 28 თებერვალი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის №13 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი matsne.gov.ge, 05/05/2021 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.112.016451) 1-ლი მუხლით დამტკიცებულ დანართში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები“ შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
1. დანართის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება

პერსონალის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) არის პროფესიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების ერთობლიობა, რომელსაც უნდა ფლობდეს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო  დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) პერსონალი.“.

2. დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საგანმანათლებლო პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. ამ მიმართულებით ძირითადი პერსონალი არის აღმზრდელი, (შემდგომში – აღმზრდელპედაგოგი), რომლის პროფესიული სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამასთან, საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე, დაწესებულებაში შესაძლებელია არსებობდეს საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი და ბავშთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული მიმართულებების სპეციფიკურ, სიღრმისეულ განხორციელებას ან მთლიანობაში უწევენ დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგალითად: მუსიკის მასწავლებელი, აღმზრდელის თანაშემწე.);“;

გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვთა ჩართულობის ხელშეწყობას (მაგ.: სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი და ა.შ.);“;

დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას“;

ე) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:

„ტ) თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ;“.

3. დანართის მე-5 მუხლის 1.2-ის პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აღმზრდელი (შემდგომში – აღმზრდელ-პადაგოგი);“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალი (აღმზრდელის თანაშემწე და მუსიკის მასწავლებელი);“.

4. დანართის მე-6 მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ადრეული და სკოლამდელი განათლების ან ადრეული ინტერვენციის სფეროში.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა შეეძლოს:

ა) დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება;

ბ) გუნდური მუშაობა;

გ) ზრდასრულთა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება; 

დ) ბავშვების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა; 

ე) კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების გამოყენება; 

ვ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენება;  

ზ) დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;

თ) დაწესებულებაში გამოყენებული კურიკულუმის გამოყენება და შეფასება;

ი) ადამიანური რესურსის მართვა.“.

5. დანართის მე-7 მუხლის  მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაწესებულების მისიისა და მიზნების განსაზღვრა დაწესებულების სხვა პერსონალთან თანამშრომლობის გზით;“.

6. დანართის მე-9 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9.  ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები

1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია – უმაღლესი აკადემიური ან პროფესიული განათლება ადამიანური რესურსების მართვის ან მენეჯმენტის დარგში.

2.  ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა უნდა იცოდეს: 

ა) ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები;

ბ) თანამშრომელთა მოტივაციის ფორმები;

გ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;

დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“:

ვ) დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი მოვალეობები;

ზ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;

თ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი.

3. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა შეეძლოს:

ა) თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა;

ბ) თანამშრომელთა საჭიროებების დადგენა;

გ) საკადრო ცვლილებების განხორციელება;

დ) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

ე) პერსონალისა და ბავშვების პირადი საქმეების წარმოება;

ვ) პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობების დადგენა.“.

7. დანართის მე-10 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტები

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, შემდგომში ლანჩხუთის მუნიციპალიტის მიერ, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.“.

8. დანართის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალის (აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე, მუსიკის მასწავლებელი)     საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  ან პროფესიული განათლება – განათლების მეცნიერებების, მასწავლებლის განათლების ან  სხვა მონათესავე მეცნიერებების დარგში.

ბ) ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.“.

9. დანართის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნაა – უმაღლესი აკადემიური ან პროფესიული განათლება სამედიცინო დარგში, სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;“.

10. დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა უნდა იცოდეს:

ა) სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები;

ბ) ჯანსაღი კვების ნორმები;

გ) ბავშვთა სწორი კვების რაციონი;

დ) ნედლეულის გახარჯვის ნორმები;

ე) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;

ვ) ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, პროდუქტის კალორჟი და კვებითი ღირებულებები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები;

ზ) კვების ტექნიკური რეგლამენტი.“.

11. დანართის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნაა - პროფესიული და არანაკლებ სრული ზოგადი  განათლება;“.

12. დანართს დაემატო შემდეგი შინაარსის 24-ე მუხლი:

„მუხლი 24. გარდამავალი დებულება

პერსონალის კვალიფიკაციის და გამოცდილების მიმართ ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობდა დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პოზიციაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე