„ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან „ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 07 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან „ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 07 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 06
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016600
06
20/02/2025
ვებგვერდი, 21/02/2025
010250050.35.159.016600
„ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან „ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 07 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №06

2025 წლის 20 თებერვალი

ქ. მარნეული

 

„ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან „ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის  ,,ა“ პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან „ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების  წესის დამტკიცების შესახებ“  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 07 ოქტომბრის  №35 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 08/10/2021; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.159.016475)  დანართ 1-ში:

1. პირველი მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ,,ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საერთაშორისო და ადგილობრივი დაფინანსების (გრანტები) მოზიდვის შემთხვევაში, მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდა (30 წლამდე) ინიციატორთა ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების თანადაფინანსების (არაუმეტეს 50%) და ახალგაზრდული იდეების (10000.00 ლარამდე) მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელების პროცედურებსა და პირობებს მარნეულის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით  გათვალისწინებული  შესაბამისი  პროგრამის  ფარგლებში.“.

2. მე-2  მუხლის  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ე)ახალგაზრდული იდეები – მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ინიციატივა/იდეა (10 000 ლარამდე); “.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (კოდი 05 03) ფარგლებში გათვალისწინებულია ინიციატივების თანადაფინანსება პროექტის ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით და ახალგაზრდული იდეის განხორციელება არაუმეტეს 10 000.0 (ათი ათასი) ლარამდე ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე