“ქ. თბილისის მდივან-რეფერენტთა პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფიძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლოებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №212 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ნომერი 307
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 26/04/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.507
307
13/04/2006
სსმ, 57, 26/04/2006
040.030.000.22.022.008.507
“ქ. თბილისის მდივან-რეფერენტთა პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფიძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლოებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №212 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №307

2006 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მდივან-რეფერენტთა პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 4 მაისის 212 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ჟ" ქვეპუნქტის, "დაწყებითი პროფესიული განათლების“ შესახებ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1) „ქ. თბილისის მდივან-რეფერენტთა პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №212 ბრძანებით (სსმ, 10.05.05, №55, მუხ. 603) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქ. თბილისის მდივან-რეფერენტთა პროფესიული ლიცეუმის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ამოღებულ იქნეს წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი;

ბ) წესდების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თეორიულ სწავლებას (სპეციალური საგნების სწავლებას)“;

გ) წესდების მე-5 მუხლის მე-9 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9) ლიცეუმში პროფესიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები“;

დ) წესდებას დაემატოს მე-17 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. გარდამავალი დებულებანი

იმ მოსწავლეებზე, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის დასასრულამდე აითვისებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს და დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ლიცეუმი უფლებამოსილია გასცეს დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი                                                                                                           ალექსანდრე ლომაია