დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1062 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017547 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №172, 31.12.2010, მუხ. 2534) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ზ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) უზრუნველყოფს ეროვნული არქივის ცენტრალური სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;“; ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ 1“ ქვეპუნქტი: „ვ1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არქივის თანამშრომლებთან დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნული არქივის ცენტრალური სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და ტერიტორიული ორგანოების ტიპურ დებულებებს ამტკიცებს გენერალური დირექტორი.“; გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ეროვნული არქივის სტრუქტურა 1. ეროვნული არქივის სტრუქტურა შედგება ცენტრალური სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისგან. ეროვნული არქივის ცენტრალური სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები ეროვნული არქივის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია. ეროვნული არქივი მათი მეშვეობით უზრუნველყოფს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას. 2. ეროვნული არქივის ცენტრალური სტრუქტურული ერთეულებია: ა) საორგანიზაციო განყოფილება; ბ) საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება; გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; დ) ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირებისა და საქმისწარმოების განყოფილება; ე) ეროვნული საარქივო ფონდის დაცვისა და აღრიცხვის განყოფილება; ვ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ინფორმაციისა და გამოყენების განყოფილება; ზ) ანალიტიკურ-მეთოდური განყოფილება; თ) დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილება; ი) შიდა კონტროლის განყოფილება; კ) სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკა; ლ) დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია; მ) საფინანსო სამსახური; ნ) შესყიდვების სამსახური; ო) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური; პ) სამეურნეო სამსახური; ჟ) ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური; რ) სამეცნიერო განყოფილება; ს) ციფრული არქივების სამსახური; ტ) საისტორიო ცენტრალური არქივი; უ) უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი; ფ) კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი; ქ) ქ. ქუთაისის ცენტრალური არქივი. 3. ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოებია თბილისის ცენტრალური არქივი, რეგიონული არქივები, ადგილობრივი არქივები და ადგილობრივი წარმომადგენლობები. 4. ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოები − რეგიონული არქივებია: ა) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივი; ბ) გურიის რეგიონული არქივი; გ) დეპოზიტური შენახვის რეგიონული არქივი; დ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონული არქივი; ე) ზესტაფონის რეგიონული არქივი; ვ) კახეთის რეგიონული არქივი; ზ) სამეგრელოს რეგიონული არქივი; თ) ქვემო ქართლის რეგიონული არქივი; ი) ხაშურის რეგიონული არქივი. 5. ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოები − ადგილობრივი არქივებია: ა) ახალგორის ადგილობრივი არქივი; ბ) გორის ადგილობრივი არქივი; გ) კასპის ადგილობრივი არქივი; დ) მესტიის ადგილობრივი არქივი; ე) ფოთის ადგილობრივი არქივი; ვ) ჯავა-ცხინვალის ადგილობრივი არქივი. 6. ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოები − ადგილობრივი წარმომადგენლობებია: ა) აბაშის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ბ) ადიგენის ადგილობრივი წარმომადგენლობა; გ) ამბროლაურის ადგილობრივი წარმომადგენლობა; დ) ასპინძის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ე) ახალქალაქის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ვ) ახმეტის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ზ) ბაღდათის ადგილობრივი წარმომადგენლობა; თ) ბოლნისის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ი) ბორჯომის ადგილობრივი წარმომადგენლობა; კ) გარდაბნის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ლ) გურჯაანის ადგილობრივი წარმომადგენლობა; მ) დედოფლისწყაროს ადგილობრივი წარმომადგენლობა; ნ) დმანისის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ო) ვანის ადგილობრივი წარმომადგენლობა; პ) თეთრიწყაროს ადგილობრივი წარმომადგენლობა; ჟ) თერჯოლის ადგილობრივი წარმომადგენლობა; რ) თიანეთის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ს) ლაგოდეხის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ტ) ლანჩხუთის ადგილობრივი წარმომადგენლობა; უ) ლენტეხის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ფ) მარნეულის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ქ) მარტვილის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ღ) მცხეთის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ყ) ნინოწმინდის ადგილობრივი წარმომადგენლობა; შ) ონის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ჩ) საგარეჯოს ადგილობრივი წარმომადგენლობა; ც) სამტრედიის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ძ) საჩხერის ადგილობრივი წარმომადგენლობა; წ) სენაკის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ჭ) სიღნაღის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ხ) ტყიბულის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ჯ) ქარელის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ჰ) ყაზბეგის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ჰ1) ყვარლის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ჰ2) ჩოხატაურის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ჰ3) ჩხოროწყუს ადგილობრივი წარმომადგენლობა; ჰ4) ცაგერის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ჰ5) წალენჯიხის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ჰ6) წალკის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ჰ7) წყალტუბოს ადგილობრივი წარმომადგენლობა; ჰ8) ჭიათურის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ჰ9) ხარაგაულის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ჰ10) ხობის ადგილობრივი წარმომადგენლობა; ჰ11) ხონის ადგილობრივი წარმომადგენლობა.“. 4. მე-7 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეროვნული არქივის ცენტრალური სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნული არქივის ცენტრალური სტრუქტურული ერთეულების (გარდა საისტორიო ცენტრალური არქივისა, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივისა, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივისა და ქ. ქუთაისის ცენტრალური არქივისა) ფუნქციებია: ა) ცენტრალური არქივებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის ორგანიზაცია, კოორდინაცია და კონტროლი; ბ) ცენტრალური არქივებისა და ტერიტორიული ორგანოების ძირითადი საქმიანობის კანონიერებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; გ) ცენტრალური არქივებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი, მეთოდური და ინფორმაციული უზრუნველყოფა; დ) ეროვნული საარქივო ფონდის მოცულობის, დოკუმენტების დაცვის, შენახვის პირობების, აღრიცხვისა და აღწერის და საარქივო დოკუმენტებით სარგებლობის ორგანიზების შესახებ სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, კლასიფიკაცია და განზოგადება; ე) „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა სათანადო ნორმატიული აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა; ვ) საქართველოში საარქივო საქმის განვითარებისა და ეროვნული არქივის საქმიანობის ანალიზი, პერსპექტივების განსაზღვრა, დაგეგმვისა და ანგარიშგების ორგანიზაცია, პერსპექტიული და წლიური გეგმებისა და მათი შესრულების ანგარიშების მომზადება; ზ) ცენტრალური არქივებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ეროვნული არქივის შენობების დაცვის ორგანიზება და კონტროლი, ეროვნული არქივის უფლებამოსილების ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება; თ) ეროვნული არქივის ადამიანური რესურსების მართვა, აღრიცხვა, მონიტორინგი და ანალიზი; ეროვნული არქივის თანამშრომლების პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; ი) შრომის შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების, აგრეთვე შრომის დისციპლინის კონტროლი; კ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების რესტავრაციის, კონსერვაციისა და დიგიტალიზაციის ორგანიზება და განხორციელება; ლ) სამეცნიერო საქმიანობის მართვა და ხელმძღვანელობა; მ) მესამე პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავება; ნ) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მართვა; ო) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა; პ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში, აღნიშნული ხელშეკრულებების ხელშემკვრელი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების მიმართვის საფუძველზე პირის სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტების, აგრეთვე სათანადო უფლებამოსილების ფარგლებში სხვა შინაარსის საარქივო ცნობებისა და შესაბამისი საარქივო დოკუმენტების დამოწმებული ასლების მიწოდება.“. 5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ეროვნული არქივის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების უფლებამოსილებები ეროვნული არქივის ცენტრალური სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს შესაბამის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს შესაბამისი თანამშრომლების მიერ მათი მოვალეობების შესრულების კონტროლს; დ) ხელს აწერს შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს ან/და ახორციელებს მათ ვიზირებას; ე) გენერალურ დირექტორს წარუდგენს ანგარიშს შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ. ეროვნული არქივის საფინანსო სამსახურის უფროსი ადგენს ეროვნული არქივის ფინანსურ და სტატისტიკურ ანგარიშებს სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარსადგენად; ვ) ასრულებს გენერალური დირექტორისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები