დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 11/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.017304 |
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 12 იანვრის №3 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 11 მარტიდან. |
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის
მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
|
მუხლი 1. ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)
1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები); გ) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, პროექტების მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობები); დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორია, ფილოსოფიის სპეციალობები, ენები). 2. სამუშაო გამოცდილება – საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის სფეროში – 2 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ცოდნა. 5. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა. 6. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია ფრანგული ენის ცოდნა – B1 დონე. 7. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint. მუხლი 2. ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები); გ) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, პროექტების მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობები); დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორია, ფილოსოფიის სპეციალობები, ენები). 2. სამუშაო გამოცდილება – საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის სფეროში – 2 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ცოდნა. 5. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა. 6. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია ფრანგული ენის ცოდნა – B1 დონე. 7. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint. მუხლი 3. ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს ნატოსთან თანამშრომლობის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები); გ) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, პროექტების მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობები); დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორია, ფილოსოფიის სპეციალობები, ენები). 2. სამუშაო გამოცდილება – საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის სფეროში – 2 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ზოგადი ცოდნა. 5. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა. 6. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია ფრანგული ენის ცოდნა – B1 დონე. 7. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint მუხლი 4. ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს ნატოსთან თანამშრომლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები); გ) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, პროექტების მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობები); დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორია, ფილოსოფიის სპეციალობები, ენები). 2. სამუშაო გამოცდილება – საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის სფეროში – 1 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ზოგადი ცოდნა. 5. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა. 6. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია ფრანგული ენის ცოდნა – B1 დონე. 7. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint. მუხლი 5. ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს ნატოსთან თანამშრომლობის განყოფილების სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები); გ) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, პროექტების მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობები); დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორია, ფილოსოფიის სპეციალობები, ენები). 2. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 3. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ზოგადი ცოდნა. 4. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა. 5. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია ფრანგული ენის ცოდნა – B1 დონე. 6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint. მუხლი 6. ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები); გ) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, პროექტების მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობები); დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორია, ფილოსოფიის სპეციალობები, ენები). 2. სამუშაო გამოცდილება – საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის სფეროში – 1 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ზოგადი ცოდნა. 5. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა. 6. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია ფრანგული ენის ცოდნა – B1 დონე. 7. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint. მუხლი 7. ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები); გ) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, პროექტების მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობები); დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორია, ფილოსოფიის სპეციალობები, ენები). 2. სამუშაო გამოცდილება – 1 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ზოგადი ცოდნა. 5. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა. 6. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია ფრანგული ენის ცოდნა – B1 დონე. 7. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint. მუხლი 8. ნატოსა და ევროკავშირში სამოქალაქო წარმომადგენელი – აპარატის უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები); ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება); გ) სამართალი. 2. საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი. 3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენცია“; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) თავდაცვის კოდექსი; ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება. 5. ნატოს სადამფუძნებლო დოკუმენტის ცოდნა. 6. ევროკავშირის ძირითადი სადამფუძნებლო დოკუმენტების ცოდნა. 7. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ცოდნა. 8. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა. 9. ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (გერმანული, ფრანგული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი). 10. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint. მუხლი 9. ნატოსა და ევროკავშირში სამოქალაქო წარმომადგენელის – აპარატის უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები); ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება); გ) სამართალი. 2. საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი. 3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენცია“; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) თავდაცვის კოდექსი; ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება. 5. ნატოს სადამფუძნებლო დოკუმენტის ცოდნა. 6. ევროკავშირის ძირითადი სადამფუძნებლო დოკუმენტების ცოდნა. 7. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ცოდნა. 8. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა. 9. ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (გერმანული, ფრანგული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი). 10. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint. მუხლი 10. ნატოსა და ევროკავშირში სამოქალაქო წარმომადგენელის აპარატის უფროსის მრჩეველი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები); ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება); გ) სამართალი. 2. საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი. 3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენცია“; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) თავდაცვის კოდექსი; ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება. 5. ნატოს სადამფუძნებლო დოკუმენტის ცოდნა. 6. ევროკავშირის ძირითადი სადამფუძნებლო დოკუმენტების ცოდნა. 7. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ცოდნა. 8. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა. 9. ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (გერმანული, ფრანგული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი). 10. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint. მუხლი 11. ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები); გ) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, პროექტების მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობები); დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორია, ფილოსოფიის სპეციალობები, ენები). 2. სამუშაო გამოცდილება – საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის სფეროში – 2 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ევროკავშირის ძირითადი სადამფუძნებლო დოკუმენტების ცოდნა. 5. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ცოდნა. 6. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა. 7. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი). 8. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint მუხლი 12. ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები); გ) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, პროექტების მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობები); დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორია, ფილოსოფიის სპეციალობები, ენები). 2. სამუშაო გამოცდილება – საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის სფეროში – 2 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ევროკავშირის ძირითადი სადამფუძნებლო დოკუმენტების ცოდნა. 5. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ცოდნა. 6. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა. 7. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი). 8. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint. მუხლი 13. ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები); გ) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, პროექტების მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობები); დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორია, ფილოსოფიის სპეციალობები, ენები). 2. სამუშაო გამოცდილება – საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის სფეროში –1 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ევროკავშირის ძირითადი სადამფუძნებლო დოკუმენტების ცოდნა. 5. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ზოგადი ცოდნა. 6. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა. 7. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი). 8. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint. მუხლი 14. ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები); გ) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, პროექტების მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობები); დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორია, ფილოსოფიის სპეციალობები, ენები). 2. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 3. ევროკავშირის ძირითადი სადამფუძნებლო დოკუმენტების ცოდნა. 4. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ზოგადი ცოდნა. 5. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა. 6. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი). 7. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint. მუხლი 15. საერთაშორისო სამართლის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) სამართლის მიმართულებით (საერთაშორისო სამართლის სპეციალობა). 2. სამუშაო გამოცდილება – საერთაშორისო სამართლის სფეროში – 2 წელი. 3. საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; თ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია; კ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 5. გაეროს წესდების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ადამიანის უფლებების დაცვისა და დიპლომატიური ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების, ასევე საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ცოდნა. 6. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (ფრანგული, გერმანული, თურქული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი). 7. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint. მუხლი 16. საერთაშორისო სამართლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები). 2. სამუშაო გამოცდილება – სამართლის სფეროში – 1 წელი. 3. საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; თ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია; კ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 5. გაეროს წესდების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ადამიანის უფლებების დაცვისა და დიპლომატიური ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების, ასევე საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ცოდნა. 6. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე. 7. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint მუხლი 17. საერთაშორისო სამართლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები). 2. სამუშაო გამოცდილება – 1 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; თ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია; კ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. გაეროს წესდების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ადამიანის უფლებების დაცვისა და დიპლომატიური ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების, ასევე საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ცოდნა. 5. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე. 6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები