დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 318-IIმს-XIმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/02/2025 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2025 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.05.001.102515 |
|
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.05.001.019734) მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს მთავრობის, კომისიისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდებზე. შესარჩევი კონკურსი საჯაროდ ცხადდება მოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 3 თვით ადრე ან კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. შესარჩევი კონკურსის გამოცხადების თაობაზე საჯარო განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აუცილებელი კვალიფიკაციის შესახებ, განაცხადთან ერთად წარსადგენი დოკუმენტების სიას, განაცხადის წარდგენის ვადას, სხვა აუცილებელ მოთხოვნებს და კონკურსის პროცედურულ წესებს, ან მითითებას იმ ელექტრონულ რესურსზე, სადაც ზემოაღნიშნული ინფორმაცია შეუზღუდავად არის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან. |
თბილისი, 20 თებერვალი 2025 წ. N318-IIმს-XIმპ |
დოკუმენტის კომენტარები