სახელმწიფო მოსამსახურის შვებულებების დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო მოსამსახურის შვებულებების დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/06/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000070.01(2).000.000110
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
124
24/06/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 24/06/1996
000000070.01(2).000.000110
სახელმწიფო მოსამსახურის შვებულებების დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/06/1996 - 12/06/2012)

საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის

ბრძანება №124

1996 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო მოსამსახურის შვებულებების დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს სახელმწიფო მოსამსახურის შვებულებების შესახე“ დროებითი დებულება (დანართი № 1).

2. ეთხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეიტანოს შესაბამისი შესწორებები სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების დაფინანსებაში შვებულების გაზრდასთან დაკავშირებით.

3. გაუქმდეს შვებულების გაანგარიშების ადრე მოქმედი წესი.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამინისტროს შრომისა და სოციალური ნორმატივების სამმართველოს.

 

საქართველოს სოციალური დაცვის,

შრომისა და დასაქმების მინისტრი                              თენგიზ გაზდელიანი              

 

დანართი № 1

 

დროებითი დებულება სახელმწიფო მოსამსახურის შვებულების შესახებ

 

„სახელმწიფო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე:

1. სახელმწიფო მოსამსახურის ყოველწლიური (მორიგი) შვებულება განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.

2. სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელსაც სახელმწიფო ორგანოებში აქვს მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟი, მიეცემა დამატებითი შვებულება 15 კალენდარული დღის ოდენობით.

დამატებითი შვებულება გაიცემა ძირითად თანამდებობებზე დასაქმებულ სახელმწიფო მოსამსახურეებზე.

3. დამატებითი შვებულება გაიცემა ძირითად შვებულებასთან ერთად.

4. შვებულების თანხის გაანგარიშება მოხდება შვებულებაში გასვლის დროისათვის არსებული თანამდებობრივი განაკვეთიდან.

5. იმის გათვალისწინებით, რომ შვებულების ხანგრძლივობა დადგენილია კალენდარულ დღეებში, ყოველწლიური და დამატებითი შვებულების თანხის გაანგარიშება მოხდება შემდეგნაირად:

თვეში ფაქტიურად დარიცხული ხელფასი გაიყოფა 29,5 (თვეში საშუალოდ კალენდარული დღეების რაოდენობა), მიღებული დღიური ხელფასი გამრავლდება შვებულების დღეების რაოდენობაზე.

6. შრომითი ხელშეკრულებებით მიღებული სახელმწიფო მოსამსახურის შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვროს ხელშეკრულებით.

7. გაუქმდეს შვებულების გაანგარიშების ადრე მოქმედი წესი.

8. დროებითი დებულება სახელმწიფო მოსამსახურის შვებულების შესახებ გატარდეს რეგისტრაციაში კანონმდებლობით დადგენილი წესით.