„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 325-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.102516
325-IIმს-XIმპ
20/02/2025
ვებგვერდი, 21/02/2025
300280000.05.001.102516
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.05.001.019734) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1672 მუხლი:

„მუხლი 1672. ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების/დადგენის წესი იმ რეგულირებული ელექტროსადგურებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებას ახორციელებენ

ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების/დადგენის დროს არ იქნეს გათვალისწინებული ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ.სთ) სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის.“. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

20 თებერვალი 2025 წ.

N325-IIმს-XIმპ