დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.024929 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 მუხლი: „მუხლი 33 1. ერთჯერადი ღონისძიების სახით, 2024 წლის პირველი იანვრიდან განხორციელებული ქიმიოთერაპიული შემთხვევები იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომლებიც 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აწვდიდნენ ქიმიოთერაპიულ სერვისს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში და ამ დადგენილების ამოქმედების დროისათვის კვლავ ახორციელებენ ქიმიოთერაპიული სერვისის მიწოდებას, კლასიფიცირდეს „ასანაზღაურებელ შემთხვევად“, ქიმიოთერაპიის დანართის მოპოვების ან მაღალ რისკს მიკუთვნებული საქმიანობის დაწყების შესახებ შეტყობინების სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში წარდგენის თარიღის, ასევე სააგენტოსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიუხედავად. 2. ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე სააგენტოსთან ანგარიშგება განახორციელონ არაუგვიანეს 2025 წლის 1 აპრილისა.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) 22-ე მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. №1.1 დანართის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით, №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტებითა და №1.4 დანართის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება (მათ შორის, ქიმიო, ჰორმონო პრეპარატები და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები (გარდა №1.16 დანართით გათვალისწინებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებისა)) ანაზღაურდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი ტარიფის, წესებისა და პირობების შესაბამისად.“; ბ) 81 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) 83 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2025 წლის 20 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული მომსახურების ანაზღაურების ტარიფის, წესებისა და პირობების დადგენა. |
| მუხლი 3 |
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 20 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები