დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 107-ე მუხლში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 12/04/1974 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 30/04/1974 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 107-ე მუხლში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებანი და დამატებანი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 107-ე მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 107. სახლის (აგარაკის) თვითნებურად აშენების შედეგები
მოქალაქეს, რომელმაც სათანადო ნებართვის ან დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტის გარეშე, ანდა პროექტისაგან არსებითი გადახვევით ან ძირითადი სამშენებლო ნორმებისა და წესების უხეში დარღვევით აიშენა საცხოვრებელი სახლი (აგარაკი) ან სახლის (აგარაკის) ნაწილი, უფლება არ აქვს განკარგოს ეს სახლი (აგარაკი) ან სახლის (აგარაკის) ნაწილი – გაყიდოს, გააჩუქოს, გააქირავოს და ა. შ.
მშრომელთა დეპუტატების რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ასეთი სახლი (აგარაკი) თუ სახლის აგარაკის) ნაწილი უნდა დაანგრიოს თვითნებურად ამშენებელმა მოქალაქემ, ან იგი დანგრეულ უნდა იქნეს მის ხარჯზე, ანდა სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი უსასყიდლოდ იქნება ჩამორთმეული და ჩაირიცხება მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს ფონდში. ამასთან, გამოსახლებული იქნებიან თვითნებურად ამშენებელი მოქალაქე და მასთან ერთად მცხოვრები პირები.“
2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის ზემოთ ჩამოყალიბებული 107-ე მუხლის წესები გამოყენებული იქნება ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის შემდეგ თვითნებურად აშენებული სახლების (აგარაკების) მიმართ.
ბრძანებულების ძალაში შესვლამდე თვითნებურად აშენებული სახლების (აგარაკების) მიმართ გამოყენებული იქნება ის წესები, რომლებიც ადრე მოქმედებდნენ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1974 წლის 12 აპრილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები