დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ,“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.124.605857 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ,“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 24-ე მუხლის ,,დ.ა.“ პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.124.605849) :
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით (ათასი ლარი):
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება (ათასი ლარი)) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება (ათასი ლარი) განისაზღვროს ბაღდათის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 24847.0 ათასი ლარის ოდენობით:
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 12367.2 ათასი ლარის ოდენობით.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 10904.2 ათასი ლარის ოდენობით.
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1575.6 ათასი ლარის ოდენობით.
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 16660.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1.განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8663.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8813.1 ათასი ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 150.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია ) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 9. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 10. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
11. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 11. - ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 638.9 ათასი ლარის ოდენობით.
12. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 12. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -162.8 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2025 წლის ვალის მოცულობა 225.0 ათასი ლარის ოდენობით:
ბაღდათის მუნიციპალიტეტს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“-დან აღებული სესხით შეძენილი აქვს თანამედროვე ნაგავმზიდები და ნაგვის ურნები. აღნიშნული სესხის ჯამური მოცულობა შეადგენს 584.1 ათას ლარს. გადახდა დაიწყო 2018 წელს და უნდა დასრულდეს 2026 წელს. სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით ყოველწლიურად გადასახდელი თანხის მოცულობა პირობითია და ის ზუსტდება გადახდის მომენტში, რომელიც წლის მანძილზე ხორციელდება ორ ეტაპად: 28 აპრილს და 28 ოქტომბერს. 2025 წელს შემცირება იგეგმება 55.0 ათასი ლარით. 170.0 ათასი ლარით შემცირდება ს.ს ,,თიბისი ლიზინგით შეძენილი ექსკავატორ-დამტვირთველის ვალდებულება. 13. დადგენილებით დამტკიცებული დანართის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (კოდი 02 00 ) პრიორიტეტის მოკლე აღწერა- მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიეტეტის მოსახლეობის კეთილდრეობასთან.ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (როგორიცაა გზების,გარე განათების, წყლის სისტემების და სხვა.) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას,რაც წინა პირობაა ტურიზმის მრეწველობის,სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების განვითარების.აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია,წყლის სისტემების,გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია და სხვა.დაფინანსდება როგორც ახალი ობიექტების მშენებლობა ასევე არსებულის რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვის ხარჯები. ბ.ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (კოდი 02 01) პროგრამა გულისხმობს გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას,ახალი გზების მშენებლობას და არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სატრანსპორტო კვანძების რეაბილიტაციას. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზებული გზების და ტროტუარების კაპიტალური შეკეთება, შიდასასოფლო და შიდასაუბნე გზების ბეტონის საფარის მოწყობა, გრუნტის საფარის მოსწორება და მოხრეშვა. პროექტების ძირითადი ნაწილი ხორციელდება რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით. პროგრამის მიზანია მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის გადაადგილებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. მ.შ. საბავშვო ეტლით მოსარგებლეებისათვის და შშმპ პირებისათვის ადაპტირებული, ქალების, ბავშვების, ხანდაზმულთა კომფორტული, უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება, მგზავრობის დროის და სატრანსპორტო დანახარჯების დაზოგვა, ქალაქში მაცხოვრებელთათვის, ადგილობრივი ბიზნეს ობიექტებისთვის და ტურისტებისათვის ტრანსპორტით და ფეხით გადაადგილებისას მაღალი კომფორტის შექმნა, ხმაურისა და გარემოს დაბინძურების შემცირება, ქალაქის ქუჩებში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის განტვირთვა, მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარება, ტურისტიული ინფრასტრუქტურის განვითარება ბ.ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია (კოდი 02 01 02 ) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზებული გზების და ტროტუარების კაპიტალური შეკეთება, შიდა სასოფლო და შიდასაუბნე გზების ბეტონის საფარის მოწყობა, გრუნტის საფარის მოსწორება და მოხრეშვა.გზების პერიოდული შეკეთება, ქუჩების სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე დაზიანებული გრანიტის ძელაკებისა და ფილების შეკეთება, გზის სავალ ნაწილისა და ტროტუარებზე დაზიანებული დაწნეხილი და დეკორატიული ფილების შეკეთების სამუშაოები.ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: დაზიანებული ქუჩების, ტროტუარების მოწესრიგება, არსებულ ქუჩებში ასფალტ-ბეტონის საფარის და ტროტუარის ფილების დაგება, ბორდიურების მოწყობა, ბეტონის საფარის დაგება, დეკორატიული ბოძკინტებისა და ღობურების მონტაჟი, საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, გზებისა და ტროტუარების საბავშვო ეტლით მოსარგებლეთათვის, შშმპ პირებისთვის ადაპტირება, უსინათლოთა ბილიკებისა და პანდუსების მოწყობა, ქვეპროგრამის მიზანია საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზერუნველყოფა.გზების და ტროტუარების საფარის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში შენარჩუნება-გაუმჯობესება. ადგილებროვი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა; ბ.გ) წყლის სისტემების განვითარება (კოდი 02 02) წყლის სისტემების განვითარების პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების როგორც სრულ ასევე ნაწილობრივ რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. მათ შორის პრიორიტეტულია მოსახლეობის 24 საათიანი სასმელი წყლის უზრუნველყოფა წლის ნებისმიერ პერიოდში. წყლის სისტემების ექსპლოატაცია მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში რათა წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნას დროულად. პროგრამა ასევე მოიცავს სანიაღვრე სისტემების ექსპლოატაცია / რეაბილიტაციასა და შადრევნების წყლის ხარჯის დაფინანსებას. წყლის სისტემის განვითარების პროგრამა შინაარსის მიხედვით არის როგორც კაპიტალური / ინფრასტრუქტურული (წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ახლის მოწყობა) ასევე მომსახურების (წყლის სისტემის ექსპლოატაცია). რაც შეეხება მის ხანგრძლივობას იგი ინფრასტრუქტურულ ნაწილში წარმოადგენს მრავალწლიან, ხოლო მომსახურების ნაწილში მუდმივმოქმედ პროგრამას. პროგრამის მიზანია წყლის სისტემების და სანიაღვრე არხების გამართული ფუნქციონირება, სადრენაჟე ქსელის მოწესრიგება.მოსახლეობის წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესება. წყლის სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. უწყვეტი და მოთხოვნის შესაბამისი წყალმომარაგების უზრუნველყოფა. ბ.დ) სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია,ექსპლოატაცია ( კოდი 02 02 01 ) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ქუჩების სანიაღვრე ქსელების მოვლა-პატრონობას (ექსპლოატაცია), მიმდინარე შეკეთებას, სანიაღვრე კოლექტორების, წვიმმიმღებების, საკონტროლო ჭების, გვერდმიმღებების მოწყობას, კიუვეტების გაწმენდას. პროგრამის მიზანია სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირება, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სათავე ნაგებობების წესრიგში მოყვანა.სანიაღვრე ქსელების მიმდინარე მოვლა-ექსპლუატაციისა და სანიაღვრე არხების მშენებლობა- რეკონსტრუქციის ღონისძიებები. მუნიციპალიტეტის სანიაღვრე სისტემის გაფართოება და გამტარუნარიანობის გაუმჯობესება მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაცვა შესაძლო წყალმოვარდნებისაგან, სანიაღვრე ქსელის გამართული ფუნქციონირება ქალაქის კომუნალური მეურნეობის მოწესრიგება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა. ქალაქში დატბორილი ადგილების აღმოფხვრა, ტრანსპორტის ფუნქციონირების ხელშეწყობა ბ.ე) წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ( კოდი 02 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია არსებული წყლის სისტემის რეაზერვუარების დაქლორვა, სოფლებში შიდასაუბნო წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია.მომსახურების ხარისხის მატება,სისტემაში შენახვის მოცულობის ზრდა. ქვეპროგრამის მიზანია დაქლორვითი სამუშაოების შედეგად სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესება.მოსახლეობის წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესება. წყლის სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ბ.ვ) გარე განათების ქსელის მოწყობა,რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (კოდი 02 03) პროგრამა ითვალისწინებს ქუჩების, მოედნების, სკვერების განათებას, გარე განათების ქსელის რეკონსტრუქციას და ექსპლოატაციას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოდერნიზაცია–განვითარება, არსებული ნათურების დაბალ ემისიური ნათურებით ჩანაცვლება. ელექტროენერგიის ხარჯის შემცირების მიზნით. მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, განათების ახალი წერტილების მოწყობა. პროგრამის მიზანია გარე განათების ქსელმა ეტაპობრივად სრულად მოიცვას დასახლებული ადგილები.ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისა და კომფორტული გარემოს შექმნა, განათებულ ქუჩებში მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალებისა და ბავშვების უსაფრთხო გადაადგილება, სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილება. კრიმინოგენული ფაქტორების შემცირება ბ.ზ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (კოდი 02 04) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებებში იგულისხმება მუნიციპალიტეტში არსებული მრავალბინიანი სახლების სახურავებისა და ფასადების რეაბილიტაცია ენერგოეფექტური მიდგომების გათვალისწინებით, არსებული შადრევნების ექსპლოატაციისთვის საჭირო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების აღრიცხა–შეფასების და პრივატიზაციის მიზნით საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება. პროგრამის მიზანია მოწესრიგდეს ქალაქის იერსახე, შეიქმნას მიმზიდველი გარემო ქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის. ბ.თ) მრავალბინიანი სახლების სახურავების და ფასადების რეაბილიტაცია კოდი (02 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში არსებული მრავალბინიანი სახლების სახურავებისა და ფასადების რეაბილიტაცია ენერგოეფექტური მიდგომების გათვალისწინებით. აღნიშნული სამუშაოს განხორციელება იგეგმება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი შემოსავლებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსებით. პროგრამის მიზანია მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტირებული სახურავები და ფასადები.მოქალაქეებისთვის შექმნილი უსაფრთხო გარემო. ბ.ი) საკადასტრო რუქის დამზადება (კოდი 02 04 02) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების აღრიცხა–შეფასების და პრივატიზაციის მიზნით საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების აღრიცხა–შეფასების და პრივატიზაციის მიზნით საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება. ბ.კ) შადრევნების ექსპლოატაცია ( 02 04 03 ) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შადრევნების ექსპლოატაციისთვის საჭირო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. პროგრამის მიზანია შადრევნების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ბ.ლ) ტრანსპორტით უზრუნველყოფა (კოდი 02 04 05) ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლები ზეგანი და საკრაულა მუნიციპალური ცენტრიდან დაშორებულია 21 კილომეტრით. სოფლების მოსახლეობა მუნიციპალურ ცენტრთან დასაკავშირებლად სარგებლობს კომერციული სამარშრუტო ტაქსით, რომელიც კვირაში მოძრაობს 3 დღე. მოსახლეობამ მერიას მომართა ერთობლივი წერილით და ითხოვა დახმარება, რომ მუნიციპალიტეტმა უშუამდგომლოს აღნიშნულ შპს-სთან რეისების რაოდენობის გაზრდისთვის.მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტი დამატებითი დააფინანსებს შპს-სთან სუბსიდირების ხელშეკრულების ფარგლებში თვიურად 200 ლიტრი დიზელის საწვავის ღირებულების ფარგლებში, რომ მოხდეს რეისების გაზრდა კვირაში 3-დღიდან 6 -დღემდე. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სახელმწიფო ფონდებიდან განკარგულებით გამოყოფილი თანხით ავტობუსების შესყდვა. ქვეპროგრამის მიზანია საქალაქო ტრანსპორტის შუფერხებლად მუშაობა, მოსახლეობის მუნიციპალურ ცენტრთან წვდომის გამარტივება. ბ.მ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (კოდი 02 05) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხით, რომელიც სპეციალური ფორმულით ნაწილდება მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებზე. შესასრულებელი პროექტების განსაზღვრა ხდება სოფლის კრებების შესაბამისად და ხორციელდება მერიის და მოსახლეობის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის კრების ოქმით განსაზღვრული პროექტების შესრულება.სოფლის საჭიროებების დაკმაყოფილება. ბ.ნ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების შესყიდვა (კოდი 02 06) პროგრამის ფარგლებში მოხდება შენობა-ნაგებობების, ნაპირსამაგრი ჯებირების და საყრდენი კედლების, შიდასაუბნო და შიდასასოფლო გზების და სხვა ობიექტების მშენებლობისა და შეკეთების სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა.სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, სამშენებლო-სამონტაჟო და აღდგენა–რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა ტექნიკური პირობების მოთხოვნები, მათ შორის კლიმატგონივრული მიდგომები. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო–საძიებო სამუშაოების ჩატარებას, პროექტების ექსპერტიზას და მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას.საინჟინრო ნაგებობების პროექტირება გზების კაპიტალური მშენებლობის საპროექტო მომსახურება ავარიული სახლების პროექტირება სანიაღვრე სისტემების პროექტირება საექსპერტო მომსახურების შესყიდვა საჭირო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განსახორციელებლად კანონმდებლობით მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა,სამუშაოების უზრუნველყოფა საპროექტო დოკუმენტაციით. ბ.ო) მშენებლობა- რეაბილიტაცია (კოდი 02 07) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული და ახალი ობიექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია კლიმატგონივრული მიდგომების გათვალისწინებით, როგორებიცაა: არასაცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები, საყრდენი კედლები და ნაპირსამაგრი ნაგებობები, სხვადასხვა დანიშნულების მქონე ობიექტები მშენებლობა, მოწყობა, შეკეთება. პროგრამის მიზანია არსებული შენობა-ნაგებობების შეკეთება/რემონტი და სხვადასხვა დანიშნულების ახალი ობიექტების მშენებლობა. ბ.პ) მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ობიექტების მშენებლობა,რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია (კოდი 02 07 01 ) პროგრამა ითვალისწინებს საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტების (კომუნიკაციები, საყრდენი კედლები, ხიდები და გვირაბები) მოწესრიგება.მუნიციპალიტეტში არის მეწყერსაშიში ფერდობები და უბნები, დაზიანებული ნაგებობები, ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები. დაგეგმილია საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, აღდგენა – რეკონსტრუქცია და გაუმჯობესება,მათ შორის შენობების ენერგოეფექტური განახლება. მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება . ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და გაჯანსაღება; სტიქიური მოვლენებისაგან დაცული ქალაქის ქუჩები;. საინჟინრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოსახლეობისათვის სრულყოფილი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა; საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების გამიჯვნით ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება; ამორტიზირებული და დაზიანებული საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტების მინიმუმამდე დაყვანა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების ადაპტაცია დეფიციტური სერვისების მიწოდების მიზნით (ღვინის ლაბორატორიის სივრცის მოწყობა). ახალი ობიექტების მშენებლობა ენერგო ეფექტური მიდგომების გათვალისწინებით, გარემო პირობების გაუმჯობესება.რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას. ქვეპროგრამის მიზანია გამართულად ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობები. ბ.ჟ) საყრდენი კედლების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა,მოწყობა,რეაბილიტაცია ( კოდი 02 07 02 ) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გზების გამაგრებითი სამუშაოები საყრდენი კედლების მოწყობის გზით და მდინარეების ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოწყობა. ქვეპროგრამის მიზანია გზების გვერდულების გამაგრებითი სამუშაოების წარმოება, ნაპირსამაგრი ნაგებობების/ჯებირების მოწყობა-რეაბილიტაცია სტიქიის ლიკვიდაცია. ბ.რ) სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი (კოდი 02 07 04) ქვეპროგრამა განკუთვნილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურილი ობიექტების აღსადგენად და/ან მოსახლეობის დასახმარებლად, როგორებიცაა: წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი და ა.შ. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ძირითად ცენტრალური ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერი, ასევე საკუთარი სახსრები. ქვეპროგრამის მიზანია სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. ბ.ს) მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამა (კოდი 02 08) მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხით. ნაწილდება მუნიციპალიტეტში არსებულ მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაზე. შესასრულებელი პროექტების განსაზღვრა და განხორციელება ხდება მერიის და მოსახლეობის მიერ. პროგრამის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების საჭიროებების დაკმაოფილება. ბ.ტ) საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა (კოდი 02 09) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ტენდერით გამოვლენილი კომპანიის მიერ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ინსპექტირება-ექსპერტიზა. პროგრამის მიზანია სტანდარტებთან შესაბამისი და ხარისხიანი სამუშაოების მიღების უზრუნველყოფა. ბ.უ) ,,სამოქალაქო ბიუჯეტის მხარდაჭერა“ (კოდი 02 10) მონაწილეობითი ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში ანუ მათ შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ, რაში დაიხარჯოს მუნიციპალური ან სხვა ბიუჯეტის ნაწილი.განსახორციელებელი ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხით. პროექტებს წარმოადგენენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. შესასრულებელი პროექტების განსაზღვრა ხდება მოსახლეობის ჩართულობით გამჭირვალე კენჭისყრის შედეგების შესაბამისად და ხორციელდება მერიის და მოსახლეობის მიერ. პროგრამის მიზანია მოსახლეობის მიერ კენჭისყრით განსაზღვრული პროექტების შესრულება. მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება.“ ,,ვ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (კოდი 06 00) პრიორიტეტის მოკლე აღწერა - ბაღდათის მუნიციპალიტეტის განაგრძობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას რა მიზნითაც პრიორიტეტით გათვალისწინებულია 24 პროგრამა. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ვ.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა. პარაზიტული დაავადებების დიაგნოსტიკა, რეკომენდაციების მიცემა. გამრავლების ადგილების პასპორტიზაცია, ვ.ბ) სამედიცინო დახმარების ხარჯები (კოდი 06 02 01) ბაღდათის მუნიციცპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდეა, წარმოადგენენ მერის წარმომადგენლის შამდგომლობას ან სოციალური მუშაკის დასკვნას, ნაწილობრივ ან სრულად აუნაზღაურდებათ სამედიცინო მომსახურების (კვლევა, ოპერაცია, მკურნალობა, ქიმიოთერაპია) ხარჯები. ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობა განისაზღვრება მუნიციცპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალური დახმარების გაცემის წესის" შესაბამისად. თანხა ჩაირიცხება მომსახურების მომწოდებელი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. ონკოლოგიური პაციენტები თავისუფლდებიან სარეიტინგო ქულისა და მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის წარმოდგენისაგან. პროგრამის მიზანია პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების თანადგომა და მათზე ზრუნვა, მკურნალობის ხარჯების თანადაფინასება. დაავადებათა გართულების პრევენცია. სამედიცინო მომსახურებაზე ბენეფიციართა ხელმისაწვდომობა. ვ.გ) ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები (კოდი 06 02 02) ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის მონაწილე ვეტერანების გარდაცვალების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, მათ ოჯახებს გაეწევათ ერთჯერადი ფინასური დახმარება 250 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამა ხორციელდება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. ქვეპროგრამის მიზანია ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯების თანადაფინანსება. ვეტერანთა ოჯახების მხარდაჭერა. ვ.დ) საქართველოს ტერტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლთა ოჯახების დახმარების ხარჯები (კოდი 06 02 03) საქართველოს ტერტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები (მშობელი, მეუღლე ან შვილი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბაღდათის მუნიციპალიტეტში, წელიწადში ერთჯერადად მიიღებენ ფულად დახმარებას დახმარებას 500 ლარის ოდენობით (8 აგვისტოს ან 27 სექტემბრის თარიღებთან დაკავშირებით). ქვეპროგრამის მიზანია საქართველოს ტერტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების სოციალური დახმარება,მხარდაჭრა და თანადგომა. ვ.ე) ოფასო სასადილოების დაფინანსება (კოდი 06 02 04) ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უმწეო და სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები ყოველდღიურად მიიღებენ უფასო სადილს. ბენეფიციარი შეირჩევა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ,,სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის" მიერ. მიზანია პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვებით უზრუნველყოფა. ვ.ვ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (კოდი 06 02 05) ბაღდათის მუნიციცპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც 2024- 2025 წლებში შეეძინათ მეორე ან შემდეგი შვილი, საჩუქრად მიეცემათ: მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში 200 ლარი, მესამე შვილის შეძენისას 300 ლარი, მეოთხე და შემდეგი შვილის შეძენისას 500 ლარი, ტყუპების შეძენისას 1000 ლარი. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება. ვ.ზ) თანადგომის საჭიროების მქონე ოჯახთა დახმარება (კოდი 06 02 07) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან ეკონომიკურ სიდუხჭირეში და/ან მოულოდნელ კრიზისულ ვითარებაში, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დამარებას არაუმეტეს 300 ლარის ფარგლებში. დახმარების მისაღებად, დახმარების მისაღებად, ოჯახმა, ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან უნდა დააკმაყოფილოს ერთ-ერთი მაინც: ა) ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს. ბ) ოჯახში არის ონკოლოგიური, გადაადგილებაშეზღუდული, ფსიქიკური აშლილობის ან სხვა მძიმე დაავადების მქონე პირი. გ)ოჯახში არის მარტოხელა მოხუცი, შშმ პირი ან ორი და მეტი 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი. დ)ოჯახმა დაკარგა მარჩენალი. ე) ოჯახის შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. ვ) ოჯახში არის ძალადობის მსხვერპლი (აღნიშნული პირის მომართვის შემთხვევაში). გასაცემი თანხის ოდენობას განსაზღვრავს ,,სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია". ქვეპროგრამის მიზანია კრიზისულ ვითარებაში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარება. კრიზისული მდგომარეობის შემსუბუქება. ვ.თ) ვეტერანთა დახმარება (კოდი 06 02 08) აღნიშნული პროგრამით ერთჯერადი ფულადი დახმარებით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციცპალიტეტში რეგისტრირებული ვეტერანები. კერძოდ: მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის ოჯახის წევრები (ვეტერანის კოდი - 500.) თითოეული - 200 ლარის ოდენობით, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები (ვეტერანის კოდი - 311; 312; 313) თითოეული 200 ლარის ოდენობით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანები, (ვეტერანის კოდი - 300; 800.) თითოეული 100 ლარის ოდენობით; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანები (ვეტერანის კოდი - 200; 211; 212; 213.), თითოეული 100 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანია ვეტერანებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა. მათი თანადგომა. ვ.ი) შშმ პირთა დახმარება (კოდი 06 02 09) ქვეპროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირები: 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება 150 ლარის ოდენობით; შშმ პირებს თანადაფინასება გაეწევათ მათთვის საჭირო სპეციალური მოწყობლების შეძენისას. აგრეთვე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შშმ პირთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებები და დახმარება გაეწევათ შშმ პირებს საზღვარგარეთ ჩასატერებელი მკურნალობის თანადაფინანსებაში. ეტლით მოსარგებლე შშმ პირთათვის გათვალისწინებულია ჰიგიენური საშუალებების შეძენა (პამპერსი, სველი ხელსახოცი და სხვა).მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები და მკვეთრად გამოხატული სტატუსის მქონე შშმ პირები, რომელთაც დოკუმენტაციით უდასტურდებათ კურორტული სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურეობის მიღების საჭიროება, ისარგებლებენ ვაუჩერით არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანია შშმ პირების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ვ.კ) ჩერნობილის ატომური ელექტრისადგურის აღდგენით სამუშაობის მონაწილეთა დახმარება (კოდი 06 02 10 ) ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ჩერნობილის ატომური ელექტრისადგურის აღდგენით სამუშაობზე მონაწილე პირები, ერთჯერადად, დახმარების სახით მიიღებენ 200 ლარს. ქვეპროგრამის მიზანია ჩერნობილის ატომური ელექტრისადგურის აღდგენით სამუშაობზე მონაწილე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა და თანადგომა. ვ.ლ) დღეგრძელ (100 და მეტი წლის ასაკის) მოქალაქეთა დახმარება. (კოდი 06 02 11 ) ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 წლის და მეტი ასაკის მქონე პირებს წელიწადში ერთჯერადად გაეწევათ დახმარება 1000 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანს შეადგენს ხანდაზმულებზე ზრუნვისა და თანდგომის გამოხატვა. ვ.მ) დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება (კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში რაგისტრირებული და ამავდროულად მცხოვრები დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტები ტრანსპორტირების ხარჯების უზრუნველსაყოფად ყოფელთვიურად მიიღებენ ფულად დახმარებას 300 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანია,დიალიზით მოსარგებლე ბენეფიციართა სატრანსპორტო ხარჯების უზრუნველყოფა. მათი ჯანმრთელობის სტაბილურობს ხელშეწყობა. ვ.ნ) 18 წლამდე ასაკის ობოლი ბავშვიანი ოჯახებისა და მარტოხელა მშობლების დახმარება. (კოდი 06 02 13) ქვეპროგრამით ისარგებლებენ ,ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის ობოლი ბავშვები (და რომელთაც 2025 წელს უსრულდებათ 18 წელი) და მარტოხელა მშობლები. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, თითოეულ ბავშვზე - 300 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანია ობოლი ბავშვების და მარტოხელა მშობლები მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვა. ვ.ო) სასკოლო ასაკის ბაღის აღსაზრელთა პროფილაქტიკური გამოკვლევა. (კოდი 06 02 14) პროგრამა ითვალისწინებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის სასკოლო ასაკის აღსაზრდელების პროფილაქტიკურ გამოკვლევას, თვალის პათოლოგიისა და სქოლიოზის დროული გამოვლენისა და მათთან დაკავშირებული სხვა დაავადებების აღმოცენების პრევენციის მიზნით. ქვეპროგრამის მიზანია : სასკოლო ასაკის მოზარდებში შესაძლო პათოლოგიების დროული გამოვლენა. ვ.პ) მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება. (კოდი 06 02 15) ბაღდათის მუნიციცპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვა. ვ.ჟ) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები (კოდი 06 02 16 ) ქვეპროგრამის ფარგლებში,უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გაიცემა ფულადი დახმარება 400 ლარის ოდენობით. სარიტუალო მომსახურებისათვის თანხის გაცემა მოხდება მერის წარმომადგენლის მომართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. ქვეპროგრამის მიზანია უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების უზრუნველყოფა. ვ.რ) მედიკამენტების დაფინანსება (კოდი 06 02 17) ბაღდათის მუნიციცპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000 -მდეა ან წარმოადგენენ მერის წარმომადგენლის შუამდგომლობას გაეწევათ ფინანსური დახმარება მედიკამენტების შესაძენად. დაფინანსება შეეხება შემდეგი დაავადებების მქონე პაციენტებს: ონკოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური, თირკმლის უკმარისობა,ინსულტის შემდგომი პერიოდი, შაქრიანი დიაბეტი, პარკინსონის დაავადება, ეპილეფსია, ბრონქული ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი, მიასთენია, ფენილკეტონურია და ცელიაკია, ცერებრალური დამბლა, ფსორიაზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, პნევმონია, წითელი მგლურა, გლაუკომა, კატარაქტა, კერატიტი, კერატონუსი, ტრამვის შედეგად მიყენებული ზიანის შემდგომი მკურნალობა, ოჯახური ხმელთშუაზღვის ცხელება, წითელი ქარი,სეფსისი, პრეიტონიტი, ანემია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, გაფანტული სკლეროზი,კოვიდის შემდგომი გართულება,ღვიძლის დაავადება (ციროზი),პრადერ-ვილის სინდრომი. სოციალურად დაუცველი 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები მედიკამენტების თანხით დაფინანსდებიან მიუხედავად დიაგნოზისა. ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებული პაციენტებისთვის სამკურნალო კვების უზრუნველსაყოფად დახმარება გაიცემა ერთჯერადად საბიუჯეტო წლის განმავლობაში 2000 ლარის ოდენობით; პრადე-ვილის სინდრომით დაავადებული პაციენტები და სოციალური მუშაკის შუამდგომლობის მქონე 18 წლამდე მოზარდები დაფინანსდებიან სრულად, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა წლის განმავლობაში. ონკოლოგიური პაციენტები მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ წელიწადში ორჯერ, არანაკლებ ერთთვიანი ინტერვალისა, თითოეული მომართვისას 150 ლარის ოდენობით ხოლო სხვა ზემოთჩამოთვლილი დაავადების მქონე პაციენტები დაფინანსდებიან 100 ლარით, წელიწადში ერთჯერადად. ონკოლოგიური სენით, ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებული პაციენტები თავისუფლდებიან სარეიტინგო ქულისა და მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის წარმოდგენისაგან. ქვეპროგრამის მიზანია მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ვ.ს) აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა დიაგნოსტირების და რეაბილიტაციის პროგრამა. (კოდი 06 02 18) აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2-15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც კვალიფიციური სპეციალისტის მიერ განესაზღვრათ აუტიზმის სპექტრის დიაგნოსტიკის, განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების შეფასებისა და/ან აბილიტაციის საჭიროება. პროგრამა მოიცავს ერთი მხრივ, საჭიროების მქონე ბავშვების დიაგნოსტირებას, მათი განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასებას და მეორე მხრივ, შესაბამისი მომსახურების თანადაფინანსებას. თითოეული ბენეფიციარისათვის მომსახურების დაფინანსება განისაზღვრება: ა) დიაგნოსტირების მიზნით - არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით (ერთჯერადად); ბ) განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების შეფასების მიზნით - 150 ლარის ოდენობით (6 თვეში ერთხელ); გ) აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდების ქცევითი თერაპიის სეანსების დაფინანსება - წლის განმავლობაში 2000 ლარის ოდენობით . ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები აუტიზმის სპექტრის დიაგნოსტირების, შეფასებისა და ქცევითი თერაპიის საჭიროების მქონე 2-15 წლამდე მოზარდების იდენტიფიცირება; მათი სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება ადრეული დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის პროცესის მხარდაჭერის გზით. ვ.ტ) პერსონალური ასისტენტის მომსახურება (კოდი 06 02 19) ქვეპროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები 18 წელზე უფროსი შშმ პირები, რომელთაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განესაზღვრათ პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი. ქვეპროგრამის მიზანია, პერსონალური ასისტირების საშუალებით შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ვ.უ) საცხოვრებლით უზრუნველყოფა (კოდი 06 02 20 ) ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ძალადობის მსხვერპლი პირები და მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების ან სხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ ან დაკარგეს საცხოვრისი, უზუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებლის ქირით ან/და დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და მასალის დაფინანსებით.შესაძლებელია შეძენილი იქნეს საცხოვრებელი. გასაცემი თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება ,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის" მიერ. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დროებითი საცხოვრებლის ქირით უზრუნველყოფა ან/და დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და მასალების დაფინანსება. ქვეპროგრამის მიზანია, უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების თანადგომა. ვ.ფ) ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯის თანადაფინანსება (კოდი 06 02 21 ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე/ბინაზე ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, ბენეფიციარს გაეწევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 3000 ლარისა. გასაცემი თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება ,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის" მიერ. ქვეპროგრამის მიზანია ხანძრისგან დაზარალებული ოჯახების დახმარება. ვ.ქ) ბავშვიანი ოჯახების გაძლიერება (კოდი 06 02 22) ქვეპროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან კრიზისულ ვითარებაში და/ან საჭიროებენ დახმარებას. პროგრამაში ოჯახის ჩართვა შეიძლება განხორციელდეს მოქალაქის, მერის წარმომადგენლის, სოციალური მუშაკის ან სხვა უწყების მომართვის საფუძველზე. ოჯახის შეფასებას და საჭიროებების დადგენას უზრუნველყოფს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. სოციალური მუშაკის შეფასება და დასკვნა/რეკომენდაცია განიხილება მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის მიერ და მიიღება გადაწყვეტილება ბავშვიანი ოჯახისათვის საჭირო დახმარების თაობაზე. აღნიშნული ქვეპროგრამიდან თითოეულ ოჯახზე გასაცემი თანხის ოდენობა არ აღემატება 3000 ლარს. გასაცემი თანხის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს ,,სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია“. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების ხელშეწყობა. ბავშვებისათვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა. ვ.ღ) გენდერული თანასწორობის ხელშწყობა (კოდი 06 03) გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამის განმახორციელებელია გენდერული თანასწორობის საბჭო,პროგრამით მოხდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა გენდერულად სენსიტიური ჯგუფის - ძალადობის მსხვერპლი და/ან რისკ-ჯგუფის ქალების, მარტოხელა და/ან ქვრივი მშბოლების (როგორც ქალის ისე კაცის), განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირების,მარტოხელა და ზრუნვის პოლიტიკის საჭიროების მქონე ხანდაზმულების, პირების საჭიროებების შესწავლა და ამ საჭიროებებზე მორგებული საბიუჯეტო წინადადებების შემუშავება და დანერგვა.პროგრამა ითვალისწინებს გენდერული ცნობიერების ჩამოყალიბებას ინფორმირებას გენდერულ კანონმდებლობაზე, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ არსებულ მექანიზმებზე, სოციალური პარტნიორობის სისტემაზე.იმის გათვალისწინებით, რომ ხელმძღვანელი სტრუქტურების მხრიდან მკაცრდება მოთხოვნები თანასწორობის პოლიტიკაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გენდერული საჭიროებების შესწავლა და ყველა გენდერულად სენსიტიური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე: დაგეგმვის, განხორციელების, შეფასების. სადღეისოდ უწყებათაშორისი კომისია მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის პლატფორმაზე,რასაც საპასუხო ნაბიჯები უნდა მოყვეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან. მოხდეს ყველა გენდერული ჯგუფის მხარდაჭერა ადგილობრივი რესურსებით. პროგრამის მიზანია გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობირების ამაღლება.“ 14. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 14. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
15. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 22-ე მუხლი (მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 22. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 226.7 ათასი ლარი მიიმართოს: ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 189.7 ათასი ლარი; ბ) მე 2 მსოფლიო ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯები – 2.0 ათასი ლარი. გ) ბავშვიანი ოჯახების გაძლიერება- 35.0 ათასი ლარი. დ) პერსონალური ასისტენტის მომსახურება - 0.0 ლარი. ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.“ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები