საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2631
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 14/02/2025
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016765
2631
14/02/2025
ვებგვერდი, 19/02/2025
000000000.00.00.016765
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

სსიპ  – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №2631

2025 წლის 14 თებერვალი 

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8):

ა) მე-7 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ინფორმაციის აღრიცხვა-დამუშავებისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველო;“;

ბ) მე-8 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენის და ინფორმაციის აღრიცხვა-დამუშავებისა და სამართლებრივ  საკითხთა  სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის უზრუნველყოფა;“;

გ) 92 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენის და ინფორმაციის აღრიცხვა-დამუშავებისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის უზრუნველყოფა;“;

დ) მე-10 მუხლის სათაური და პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. ინფორმაციის აღრიცხვა-დამუშავებისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველო

ინფორმაციის აღრიცხვა-დამუშავებისა და სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია:“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის  უფროსი                                                                   ლევან კაკავა