„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1057
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 14/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.017543
1057
14/02/2025
ვებგვერდი, 14/02/2025
040150000.22.027.017543
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1057

2025 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.05.2016, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016638) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები და ტერიტორიული სამსახურები სააგენტოს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია.“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს თანამშრომლებთან დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;“.

3. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი. მასთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს სააგენტოს თავმჯდომარე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილესთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს სააგენტოს თავმჯდომარე. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.“.

4. მე-10 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს – რეგიონულ ოფისს ხელმძღვანელობს რეგიონული ოფისის უფროსი. მასთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. რეგიონული ოფისის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე. მასთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს სააგენტოს თავმჯდომარე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს – ფილიალს ხელმძღვანელობს ფილიალის უფროსი ოპერატორი. მასთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს სააგენტოს თავმჯდომარე.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიანრი ოხანაშვილი