დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1058 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017544 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.11.2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016959) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სააგენტოს მართვა სააგენტოს მართავს და ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, სააგენტოს თავმჯდომარისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები და სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები სააგენტოს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია.“. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს თანამშრომლებთან დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;“. 3. მე-8 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს – დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი. სააგენტოს თავმჯდომარისადმი უშუალოდ დაქვემდებარებულ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი. მათთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს სააგენტოს თავმჯდომარე. 2. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს – სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. 3. დეპარტამენტის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს ორი მოადგილე, ხოლო სტრუქტურული ერთეულის უფროსს – მოადგილე. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესა და სააგენტოს თავმჯდომარისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილესთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს სააგენტოს თავმჯდომარე. მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით/ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.“. 4. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ბრძანებების, აგრეთვე ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი ხელმოწერის პროცესის ორგანიზება; თანამშრომლების პირადი საქმეების ფორმირება და მართვა;“. 5. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვების, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის მიწოდების, აგრეთვე ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებისა) მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი ხელმოწერის პროცესის ორგანიზება;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები