„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1059
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 14/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017545
1059
14/02/2025
ვებგვერდი, 14/02/2025
040030000.22.027.017545
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1059

2025 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.02.2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016997) დამტკიცებულ ტიპურ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახური არის სააგენტოს პირველადი სტრუქტურული ერთეული. სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის უფროსთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს სააგენტოს თავმჯდომარე.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. სამსახურის უფროსის მოადგილესთან/მოადგილეებთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს სააგენტოს თავმჯდომარე.

5. სამსახურის უფროსის მოადგილე სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით კურირებს სამსახურში მისთვის განსაზღვრულ სფეროს და ხელს აწერს დოკუმენტებს, რომელიც მომზადებულია მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. სამსახურის უფროსის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიანრი ოხანაშვილი