დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-616 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016890 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-616 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 30/07/2018, ს/კ 360160000.22.023.016534) დამტკიცებული წესის:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ორგანიზაცია 1. დოკუმენტების ელექტრონული სახით მოძრაობა მათი მიღების ან შექმნის მომენტიდან შესრულებამდე, გაგზავნამდე ან საქმეში მოთავსებამდე, წარმოადგენს დეპარტამენტის ელექტრონულ დოკუმენტბრუნვას. 2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა დეპარტამენტში ხორციელდება პროგრამული უზრუნველყოფის – დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის – „EFLOW“-ს მეშვეობით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ელექტრონული საჯარიმო ქვითრები, ელექტრონული დადგენილებები და ელექტრონული გადაწყვეტილებები გამოიცემა შესაბამისად ამ მიზნებისთვის შექმნილი ელექტრონული სისტემების (ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის შესაბამის ელექტრონულ სისტემებში) მეშვეობით. 4. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს დოკუმენტების ტრადიციული – მატერიალური და ელექტრონული დამუშავების თავსებადობას. 5. მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული დოკუმენტის ფორმატში ან/და პირიქით, ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური დოკუმენტის ფორმატში გადაყვანის შემთხვევაში, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ელექტრონული შტამპით დადასტურებული დოკუმენტის ორიგინალს და მის ასლს აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. 6. ელექტრონული შტამპი არ გამოიყენება დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის მიმოწერისას (განცხადება, სამსახურებრივი ბარათი, მოხსენებითი ბარათი). 7. ამ წესით გათვალისწინებულ სისტემაში შექმნილი ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ითვლება ორიგინალად. ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი.“; ბ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61. პუნქტი: „61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით შესრულებული დოკუმენტი საკადრო და საქმისწარმოების განყოფილების შესაბამისი თანამშრომლის ან დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შემთხვევაში საქმისმწარმოებლის/საქმისმწარმოებელი-ანალიტიკოსის მიერ დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი უნდა გაიგზავნოს საფოსტო გზავნილის სახით და დოკუმენტი ხელმოწერილია იმ დროს, როდესაც საფელდეგერო (საკურიერო, საფოსტო) სამსახურისათვის დოკუმენტის ჩაბარება შეუძლებელია, მაშინ დოკუმენტი იგზავნება არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები