„გორის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016821
4
14/02/2025
ვებგვერდი, 17/02/2025
010250050.35.148.016821
„გორის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2025 წლის 14 თებერვალი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების  და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2024; 010250050.35.148.016813) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გორის მუნიციპალიტეტში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ, მიუსაფარ პირთა  გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება.“;

 ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18-წლამდე 4-შვილიანი ოჯახი, რომლის ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებულნი არიან გორის მუნიციპალიტეტში.“;

 გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, განმცხადებლის და მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის სახელზე  საცხოვრებელი ფართის რეგისტრაციის შესახებ:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე