დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო საფოსტო კავშირს შორის მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონალური წარმომადგენლობის საქართველოში, ქ. თბილისში დაფუძნების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 200/58 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016812 |
|
საქართველოს მთავრობა, რომელსაც სათანადო წესით წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში „მთავრობა“) და
მსოფლიო საფოსტო კავშირი (შემდგომში „UPU“) – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული სააგენტო, რომელსაც სათანადო წესით წარმოადგენს მისი საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი და რომლის შტაბ-ბინა განთავსებულია მისამართზე: შვეიცარია, ბერნი 3015, Weltpoststrasse 4 მთავრობა და UPU ცალ-ცალკე შეიძლება ასევე მოხსენიებულ იქნენ როგორც „მხარე“, ან ერთობლივად - როგორც „მხარეები“. პრეამბულა ვინაიდან UPU-ს 2022-2025 წლების თანამშრომლობის განვითარების პოლიტიკის შესაბამისად, UPU-მ უნდა „უზრუნველყოს რეგიონალური მიდგომის უწყვეტობა, განვითარების რეგიონალური გეგმების საფუძველზე, რომლებიც შეთანხმებული და კოორდინირებული ჩარჩოს ფარგლებში ასახავს სფეროში UPU-ის მიერ განხორციელებულ ყველა საქმიანობას“; ვინაიდან მთავრობასა და UPU-ს სურთ სფეროში თანამშრომლობის ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც წარმოაჩენს სფეროში UPU-ის წარმომადგენლობის ახალ სისტემას, და რომელთა მიზანია გაამყაროს რეგიონალური მიდგომა ქვეყნებთან, რეგიონალურ მოთამაშეებთან და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან საფოსტო სექტორში დაახლოების გზით; და ვინაიდან მთავრობამ აცნობა UPU-ს თავისი მზადყოფნის შესახებ, უზრუნველყოს ამგვარი რეგიონალური წარმომადგენლობა ყველა აუცილებელი საშუალებით, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ; ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობა და UPU თანხმდებიან შემდეგზე:
|
მუხლი
1
წინამდებარე შეთანხმება მოიცავს იმ ძირითად პირობებს , რომელთა მიხედვითაც UPU ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან , დააფუძნებს თბილისში , საქართველო UPU-ის სუბ -რეგიონალურ ოფისს (შემდგომში „რეგიონალურ წარმომადგენლობას “), რომლის ფარგლებშიც განახორციელებს პროექტებს /პროგრამებს რეგიონის ქვეყნების მასშტაბით , საფოსტო სფეროს საჭიროებების მხარდასაჭერად . მუხლი 2 1. მთავრობა , თავისი უფლებამოსილების ფარგლებში , მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას , რათა უზრუნველყოს პირობები რეგიონალური წარმომადგენლობის დასაფუძნებლად და ამ რეგიონალური წარმომადგენლობის ქონებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად . 2. მთავრობა , თავისი უფლებამოსილების ფარგლებში , რეგიონალურ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურით , რომელიც მოიცავს , და არა მხოლოდ , მატერიალურ და ტექნიკურ საშუალებებს /საოფისე აპარატურას . მთავრობა , მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით , აანაზღაურებს რეგიონალური წარმომადგენლობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს , მათ შორის , და არა მხოლოდ , საოფისე შენობებთან და საშუალებებთან , აპარატურასთან , რეგიონალურ წარმომადგენლობაში დასაქმებული ადამიანების , გარდა UPU-ის სფეროს პროექტის ექსპერტის (შემდგომში „სფეროს ექსპერტი “) ხელფასთან და ელექტროენერგიის მიწოდებასთან , ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფასთან , საკომუნიკაციო საშუალებებისა და ობიექტების მოვლა -შენახვასთან დაკავშირებულ ანაზღაურებასა და სხვა ხარჯებს , წინამდებარე შეთანხმების I დანართში განსაზღვრული ტექნიკური სპეციფიკაციების ან ეკვივალენტური მახასიათებლების შესაბამისად . მუხლი 3 1. წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად , UPU დანიშნავს სფეროს ექსპერტს , რომელიც უხელმძღვანელებს რეგიონალურ წარმომადგენლობას და პასუხისმგებელი იქნება UPU-ის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორის მიერ მისთვის მიკუთვნებული რეგიონის ქვეყნებში ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებაზე . მთავრობა პასუხისმგებელი იქნება მდივნისა და კურიერის (შემდგომში „ადგილობრივი პერსონალი “) დანიშვნაზე რეგიონალური წარმომადგენლობის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით . 2. UPU-მ , თავისი კომპეტენციის ფარგლებში , უნდა უზრუნველყოს სრულ განაკვეთზე მომუშავე სფეროს ექსპერტისთვის ხელფასისა და ნებისმიერი სხვა გასამრჯელოს ანაზღაურება . 3. ამასთან , მხარეები ადასტურებენ და თანხმდებიან , რომ მთავრობის მიერ გამოყოფილ ადგილობრივ პერსონალს არ უნდა ჰქონდეს რაიმე პარტნიორობა , ერთობლივი საწარმო UPU-სთან ერთად , ან არ უნდა იმყოფებოდეს UPU-სთან შრომით ან სამივლინებო ურთიერთობაში . ზემოაღნიშნულის მიუხედავად , ადგილობრივმა პერსონალმა უნდა იმოქმედოს სფეროს ექსპერტის ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით ; შესაბამისად , მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას , რათა უზრუნველყოს აღნიშნული ადგილობრივი პერსონალის მიერ თავისი ფუნქციების შესრულება რეგიონალური წარმომადგენლობის ხელშეწყობისა და ექსკლუზიურად ამ უკანასკნელის ინტერესების დაცვის მიზნით , UPU-ის პრაქტიკისა და მოთხოვნების შესაბამისად . მუხლი 4 1. მხარეები აცხადებენ , რომ „სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ “ 1947 წლის 21 ნოემბრის კონვენციით (შემდგომში „კონვენცია “) UPU-სთვის გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები , რომლებიც საქართველომ 2007 წლის 18 ივლისს გაავრცელა UPU-ის მიმართ , სრულად უნდა გავრცელდეს რეგიონალური წარმომადგენლობის მიმართაც . 2. კერძოდ , მთავრობა თანახმაა კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები გავრცელდეს რეგიონალურ წარმომადგენლობაზე (კონვენციის III მუხლის შესაბამისად ), UPU-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებზე (კონვენციის V მუხლის შესაბამისად ), სფეროს ექსპერტზე , რეგიონალურ წარმომადგენლობაში მივლენილ UPU-ის სხვა ოფიციალურ პირებზე (VI, VII და VIII მუხლების შესაბამისად ) და უზრუნველყოს ისინი იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობებითა და შესაძლებლობებით , როგორითაც მთავრობა , როგორც წესი , უზრუნველყოფს საქართველოში წარმოდგენილ სხვა მთავრობათაშორის ორგანიზაციებსა და მათ პერსონალს . 3. წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის , რეგიონალური წარმომადგენლობის შენობა წარმოადგენს UPU-ის შენობას კონვენციის III მუხლის მე -5 ნაწილის მნიშვნელობით . შესაბამისად , მთავრობამ უნდა უზრუნველყოს დაცვისა და უსაფრთხოების ისეთი ელემენტები , რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს რეგიონალური წარმომადგენლობის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის . 4. UPU-ის ოფიციალური პირები , რომლებიც რეგიონალურ წარმომადგენლობაში მივლენილნი არიან თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად , ასევე UPU-ის ოფიციალური პირები სხვა წევრი ქვეყნებიდან , ექსპერტები და UPU-ის საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოში ჩასული სხვა პირები , სარგებლობენ სავიზო შეღავათებით სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენციის მიხედვით . 5. საქართველოს ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანის პროცედურების გათვალისწინებით და ამ შეთანხმებაში მითითებული პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეუზღუდავად , ყველა პირს , რომელიც ასრულებს ფუნქციებს რეგიონალურ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით , აქვს საქართველოში /საქართველოდან დაუბრკოლებელი შესვლის /გასვლის , ასევე რეგიონალურ წარმომადგენლობასთან დაუბრკოლებელი წვდომის უფლება . ვიზები და შესვლის ნებართვები , საჭიროების შემთხვევაში , გაიცემა უფასოდ და შეძლებისდაგვარად სწრაფად . ეს პირობები ასევე ვრცელდება ამ მუხლის მე -2 პუნქტში მითითებულ პირებთან ერთად მცხოვრებ ან მათთან ვიზიტით მყოფ მეუღლეებზე და უშუალოდ მათ კმაყოფაზე მყოფ პირებზეც . მუხლი 5 1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით . წინამდებარე შეთანხმება , მისი ხელმოწერის შემდეგ , ძალაში შედის საქართველოს მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე მსოფლიო საფოსტო კავშირისათვის დიპლომატიური არხებით გაგზავნილი შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს . 2. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ორმხრივი წერილობითი თანხმობით , ნებისმიერი ასეთი ცვლილება დანართის სახით დაერთვის წინამდებარე შეთანხმებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს . ამგვარი ცვლილებები ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , ხოლო ნებისმიერი შესწორება , რომელიც შეეხება ექსკლუზიურად წინამდებარე შეთანხმების I დანართს , ძალაში შევა მხარეთა მიერ ხელმოწერის ბოლო დღეს . 3. თითოეულ მხარეს შეუძლია მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე შეთანხმებას მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით და შეთანხმებას მოქმედება შეუწყდება ამგვარი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ . მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიუხედავად , წინამდებარე შეთანხმება ძალაში დარჩება წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე ნაკისრი ყველა ვალდებულების სრულად შესრულებამდე ან შეწყვეტამდე , თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან . მუხლი 6 1. UPU-ის ემბლემა , დროშა , სახელწოდება და ინიციალები გამოიყენება ექსკლუზიურად UPU-ის (რეგიონალური წარმომადგენლობის მიზნებისთვის ) და დაუშვებელია მისი გამოყენება მთავრობის ან მისი რომელიმე პარტნიორის ან ოფიციალური მიმწოდებლის მიერ , საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე . 2. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და /ან მოლაპარაკებების გზით , დიპლომატიური არხების მეშვეობით . ზემოაღნიშნულის დასტურად , მთავრობისა და UPU-ის სათანადო წესით უფლებამოსილი წარმომადგენლები ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას , ორ ეგზემპლარად , ქართულ და ინგლისურ ენებზე , ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია . წინამდებარე შეთანხმების განმარტების ან განხორციელებისას რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში , უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე .
დანართი I - ტექნიკური სპეციფიკაციები საქართველოს მთავრობა რეგიონალურ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს მატერიალური სამუშაო საშუალებებით , აღჭურვილობითა და მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი დახმარებით , მათ შორის , და არა მხოლოდ , ელექტრომომარაგებასთან , ინტერნეტკავშირთან , საკომუნიკაციო საშუალებებთან და შენობა -ნაგებობების ზოგად მოვლა -შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვით . ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით , და შეთანხმების დებულებათა შეუზღუდავად , UPU-ის შეთავაზებით , მთავრობის მიერ შეტანილი წვლილი უნდა წარმოადგენდეს ან იყოს ეკვივალენტური შემდეგის : საოფისე შენობა - სათანადოდ აღჭურვილი საოფისე ფართი სფეროს პროექტის ექსპერტისთვის ; - სათანადოდ აღჭურვილი საოფისე ფართი რეგიონალური წარმომადგენლობის სამდივნოსთვის ; - ოთახი რეგიონალური წარმომადგენლობის კუთვნილი დოკუმენტებისა და მასალების შესანახად ; საოფისე აღჭურვილობა - ორი კომპიუტერი , რომლებიც აკმაყოფილებს მინიმუმ შემდეგ სპეციფიკაციებს (ან ეკვივალენტურ მახასიათებლებს ): - აპარატული უზრუნველყოფა : - CPU: ორბირთვიანი პროცესორი (მინიმალური სერია : Intel i5 ან ანალოგიური სერია ); - ოპერატიული მეხსიერება : 8 გიგაბაიტი - ტევადობა : 120 გიგაბაიტიანი მყარი დისკი (SSD); - ქსელური ინტერფეისი : გიგაბიტ -ეზერნეტი (Ethernet); - პროგრამული უზრუნველყოფა : - ოპერაციული სისტემები : Windows 10, 32-ბიტიანი ან 64-ბიტიანი ვერსია ; - NET Framework 4.6 ან უფრო ახალი ვერსია ; - Microsoft Office-ის ლიცენზია ; - ინტერნეტ -ბრაუზერი ; - ანტივირუსული პროგრამა . - პერიფერიული მოწყობილობები : - უწყვეტი კვების წყარო (UPS) (600VA); - მონიტორი ეკრანის რეზოლუცია : 1024X768, - ზომა : 21.5 დუიმი - მაუსი ; - კლავიატურა . - ერთი მრავალფუნქციური მოწყობილობა სკანერით , პრინტერითა და ფოტოფირგადასაღები აპარატით (ან მისი ეკვივალენტური მოწყობილობა ); - სათანადო ელექტრომომარაგება და უწყვეტი კვების წყარო ; - WiFi და როუტერი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით . - ერთი ფიქსირებული ტელეფონი . კომუნიკაციის საშუალებები - საფოსტო მომსახურება რეგიონალური წარმომადგენლობის მიერ გაგზავნილი ყველა ტიპის ოფიციალური კორესპონდენციისთვის ; - საფოსტო ყუთი რეგიონალური წარმომადგენლობისთვის .
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები