დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის 2025 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.121.016524 |
4
12/02/2025
ვებგვერდი, 13/02/2025
010250020.35.121.016524
„ვანის მუნიციპალიტეტის 2025 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
|
„ვანის მუნიციპალიტეტის 2025 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ვანის მუნიციპალიტეტის 2025 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27.12.2024 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016518) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-8 მუხლით დამტკიცებული „დღეგრძელთა (100 და მეტი წლის) დახმარების პროგრამის“ (დანართი №8) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განსახორციელებელი ღონისძიებები: მოქალაქეთა განცხადებების განხილვა, დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის განსაზღვრა და ბენეფიციართათვის დაბადების დღისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები